სოკო უსიამოვნო და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც შეგიძლიათ აიკიდოთ საზოგადოებრივ საშხაპეში, სანაპიროზე ან სპა-სალონში.
სოკოვანი ინფექცია
სოკოს ინფექცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ხელის, ასევე ფეხის ფრჩხილებზე. მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ფეხზე, რადგან ნესტიან და ბნელ გარემოში (ფეხსაცმელში) თავს შესანიშნავად გრძნობს.
ფეხის სოკოს ყველაზე ხშირი გამავრცელებელია დერმატოფიტი. დაავადება ნელ-ნელა იკვეთება. ჯერ ფრჩხილზე ჩნდება პატარა ყვითელი ან
როგორ ვიმკურნალოდ სწორად
ჯერ დარწმუნდით, რომ სოკოს ინფექცია გაქვთ. თუ დიდხანს გეცვათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი ან მარათონი გაირბინეთ, გაყვითლებული და შრეებად ამძვრალი ფრჩხილი შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს. სხვა მიზეზებია: კონტაქტური დერმატიტი, ფსორიაზი, ფრჩხილის დისტროფია ან ბაქტერიული ინფექცია. მაგრამ თუ ფრჩხილმა მოულოდნელად დაიწყო გაყვითლება და აქერცვლა, დერმატოლოგს მიაკითხეთ.
თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მკურნალობა ხანგრძლივია, შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.
როგორ ვუმკურნალოთ ფეხის სოკოს
დერმატოლოგმა შეიძლება გამოგიწეროთ სოკოს საწინააღმდეგო კრემი, ლოსიონი ან ლაქი. ბრიტანული დერმატოლოგიური ასოციაციის მიხედვით, სამკურნალო პრეპარატი უნდა შეიცავდეს: ციკლოპიროქსს, ტიოკონაზოლს ამ ამოროლფინს.
ფრჩხილის დამუშავება მოგიწევთ ხანგრძლივად, სანამ სოკო არ გაქრება. მნიშვნელოვანი დეტალი: მალამო უნდა წაისვათ მთელ ფრჩხილზე და მის გარშემო არსებულ კანზე, რადგან ინფექცია შეიძლება დაბინავდეს კუტიკულაზე ან ფრჩხილის ქვეშ.
თუ სოკომ რამდენიმე ფრჩხილი დაგიზიანათ, ექიმი სოკოს საწინააღმდეგო აბებს შეგირჩევთ: ტერბინაფინის, იტრაკონაზოლის ან ფლუკონაზოლის ჯგუფის. გაფრთხილდით, აბებს შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მათი დალევა არ შეიძლება.
დერმატოლოგმა შეიძლება ფრჩხილის მოცილება გირჩიოთ, ეს უსიამოვნო პროცედურაა, მაგრამ ის სწრაფად გაგათავისუფლებთ ინფექციის წყაროსგან და საშუალებას მოგცემთ, დაიმუშაოთ კანი ფრჩხილის ქვეშ.
როგორ არ დავსნებოვნდეთ გაგრძელება