ამ ავადმყოფობას კი ანორგაზმია ჰქვია, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს პარტნიორებს შორის დისჰარმონია, სხვაობა სექსუალურ ტემპერამენტებს შორის, ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა, როცა მამაკაცის სასქესო ორგანო ძალზე დიდი ან პატარაა ქალისთვის.
ასევე ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები: ხშირი წყენა, უთანხმოება და ჩხუბი პარტნიორებს შორის,
რა უნდა უნდა გავაკეთოთ ორგაზმის მისაღწევად? - სპეციალისტების რჩევით, ჯერ შეეცადეთ პარტნიორთან ერთად გადაჭრათ ეს პრობლემა, გაბედეთ ის, რასაც აქამდე მხოლოდ სიზმარში ბედავდით, შეეცადეთ, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ სექსუალური აქტის პრელუდია, ხოლო თუ ამანაც ვერ გიშველათ, მიმართეთ ექიმს.
სექსოპათოლოგი დაადგენს, აშლილობა თანდაყოლილია თუ მეორადი, სხვა დაავადების შედეგი, ამ შემთხვევაში კი თქვენს პარტნიორთან ერთად დაგიბარებთ და მკურნალობის ფართო სპექტრს დაგინიშნავთ: ჰორმონებს, ანტიდეპრესანტებს, ვიტამინებს და…... სტიმულატორებს, ვიბრომასაჟს.
იჩქარეთ, არ გადადოთ ამ პრობლემის მოგვარება, ნუ იფიქრებთ, რომ სექსუალური დაუკმაყოფილებლობის გარდა, სხვა პრობლემებიც თავზესაყრელად გაქვთ: ორგაზმის განუცდელობა შეიძლება სხვა ქალური დაავადებების და მეტიც, სიმსივნური პროცესის დასაწყისის სიგნალი იყოს.