05 აგვისტო, 2019
როგორ დავიცვათ პატარები დატილიანებისგან - თამარ დაბრუნდაშვილის რჩევები

 

ბავშვთა პედიკულოზი,ანუ დატილიანება ის პრობლემაა, რომელსაც ბევრი მშობელი შეუწუხებია.
როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები დატილიანებისგან და როგორ ვებრძოლოთ ამ მოვლენას? ამის შესახებ ჟურნალ რეიტინგს ესაუბრა კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის დერმატოლოგ- ტრიქოლოგი თამარ დაბრუნდაშვილი. 

- ქალბატონო თამარ, რა იწვევს ბავშვების დატილიანებას?

- პედიკულოზი პარაზიტული დაავადებაა.თავის თმიანი ნაწილის დასნებოვნებას უფრო ხშირად იწვევს თავის ტილი (Pediculus capitis), თუმცა შესაძლებელია ბოქვენის ტილიც (Phthirius pubis) იყოს გამომწვევი.
თავის ტილი პატარა,უფრთო მწერია(ფრენა არ შეუძლია) ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის ახლო კონტაქტის დროს. ხშირია დასნებოვნება
ბავშვთა კოლექტივებში, ადამიანთა მჭიდროდ თავშეყრის ადგილებში. დროა დავივიწყოთ მითი, თითქოს დატილიანება მხოლოდ ცუდი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების ბრალია.დასნებოვნდება ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს მწერი შეაღოღდება და დადებს კვერცხებს ანუ წილებს . წილი განსაკუთრებული ნივთიერებით მჭიდროდ ეკვრის თმის ღერს სკალპთან ახლოს და არ შორდება დაბანით და დავარცხნით.

- ვისაც აქვს ეს პრობლემა, რას ურჩევდით ?როგორ განთავისუფლდეს?

- დღეს სააფთიაქო ქსელში მრავლადაა პედიკულოზის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით ხასიათდებიან. მაგალითად: ერთერთი აქტიური ნივთიერებაა პერმეტრინი, რომელიც ნეიროპარალიზური მოქმედებისაა. ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტილის სიცოცხლის ციკლი. წილიდან 7-10 დღეში გამოიჩეკება ტილი რომელიც 5 დღეში თავადვე ხდება კვერცხისმდებელი. წილი გარედან დაფარულია ქიტინის გარსით, რომელიც არ ატარებს სამკურნალო საშუალებებს. ამიტომ ერთჯერადი გამოყენებისას ვერცერთი პრეპარატი ვერ იქნება ეფექტური.საჭიროა პროცედურა გამეორდეს 5დღეში, ორჯერ მაინც, რომ განადგურდეს პარაზიტის ახალგამოჩეკილი თაობა. მიზანშეწონილია წილების მექანიკური გაცლა.ცხელი ძმარი ალღობს ქიტინის გარსს. ჩამოვაცვათ სავარცხელს ბამბის ქულა, პერიოდულად ვასველოთ თბილ ძმარში და დავვარცხნოთ დაინფიცირებული ბავშვი გულმოდგინედ .


- რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს პედიკულოზმა?

- დატილიანების გამო შესაძლებელია ალერგიული რეაქციების და მეორადი დაინფიცირების განვითარება. ამ შემთვევაში მიმართეთ ექიმ სპეციალისტს.


- როგორ ავირიდოთ თავიდან ეს პრობლემა?
- გირჩევთ ლავანდის ზეთს, რომელსაც სუნამოსავით ვაპკურებთ ბავშვს თავზე. ლავანდა ნერვულ სისტემაზე დამაწყნარებლადაც მოქმედებს და რაც მთავარია განიზიდავს მწერებს.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
ეს რა უბედურებააა.. წილის უსაფრთხო წამალი ვერ მოგვიგონებია ამ კოსმოსურ ქვეყანაში... ხელით გაცლა ხომ წარმოუდგენელია
20:06 / 06-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS