22 ივლისი, 2019
როგორ მოვიშოროთ ცელულიტი სახლის პირობებში? ანტიცელულიტური დიეტა 1 თვეზე
ხშირად ისე ხდება, რომ სხეულის ფორმაში მოყვანის შედეგად, სასწორზე სასურველ წონას ნელ-ნელა უახლოვდებით, თუმცა, სარკესთან მისული ამჩნევთ ცელულიტს, რომელიც ბევრ კომპლექსს აჩენს.

ფორთოხლის ქერქის გაჩენა დაკავშირებულია ბევრ რამესთან: მჯდომარე რეჟიმი დღის განმავლობაში, გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება, ცხიმიანი საკვები და ტკბილეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავიდან ვერ მოიცილებთ მათ.

რა თქმა უნდა, მოგიწევთ თავის ხელში აყვანა და კვების კონტროლი, აქტიური ცხოვრების წესის დაწყება და ნატურალური სკრაბების გამოყენება. შედეგიც არ დააყოვნებს. დასაწყისისთვის გეტყვით, თუ რომელ
პროდუქტებზე
მოგიწევთ უარის თქმა.

პროდუქტები, რომლებიც ცელულიტს აჩენს

შეეცადეთ, თქვენი მენიუდან ამოიღოთ თირკმელებისა და ნაღველისთვის მავნე პროდუქტები: ნაღების კარაქი, მარგარინი, მაიონეზი, შემწვარი ცხიმიანი ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები ცხიმის დიდი შემცველობით, შებოლილი, კონსერვები, შაქრის შემცვლელები, კოფეინი, ტკბილეული, ცომეული, ალკოჰოლი, შავი ჩაი და გაზიანი სასმელები. დიახ, ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა, რას არ გააკეთებს ადამიანი სილამაზისთვის.

თქვენი კვების რაციონი გაამდიდრეთ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, თაფლით. საუზმე შეგიძლიათ დაიწყოთ ფაფებით. ლანჩისთვის გამოდგება ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტები და ნიგოზი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS