16 ივლისი, 2019
რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
ვი­ტა­მი­ნი D უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. იგი მოქ­მე­დებს ჩვენს დნმ-ზე, გე­ნომ­ზე და დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია 500-ზე მეტი გენი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც რე­გუ­ლირ­დე­ბა (აქ­ტი­ურ­დე­ბა ან ით­რგუ­ნე­ბა) უშუ­ა­ლოდ D ვი­ტა­მი­ნის მიერ. ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ძვლის, კბი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ში და კალ­ცი­უ­მი­სა და ფოს­ფო­რის ცვლა­ში. გარ­და ამ კლა­სი­კუ­რი ეფექ­ტე­ბი­სა, ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში ნა­თე­ლი გახ­და, რომ D ვი­ტა­მი­ნის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი ბევ­რად ფარ­თეა. რო­გორც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით გახ­და ნა­თე­ლი, იგი გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე - აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს და ხელს უშ­ლის აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი
და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; გავ­ლე­ნას ახ­დენს თა­ვის ტვინ­ზე და ხელს უწყობს მუც­ლად­ყოფ­ნის დროს ნა­ყო­ფის თა­ვის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას; მოქ­მე­დებს კუნ­თებ­ზე, ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ზე და ხელს უწყობს მათი მგრძნო­ბე­ლო­ბის გაზ­რდას ინ­სუ­ლი­ნის მი­მართ, ასე­ვე D ვი­ტა­მი­ნის რე­ცეპ­ტო­რე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა პანკრე­ას­ზე, სა­დაც იგი ას­ტი­მუ­ლი­რებს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფას. D ვი­ტა­მი­ნი არე­გუ­ლი­რებს და თრგუ­ნავს სიმ­სივ­ნურ გე­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად აქვს ან­ტი­სიმ­სივ­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბა. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მისი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე, წნე­ვის რე­გუ­ლა­ცი­ა­სა და ქო­ლეს­ტე­რო­ლის ცვლა­ზე. D ვი­ტა­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, სა­ქარ­თვე­ლოს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის (GAEM) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი, ნა­თია ვა­შაყ­მა­ძე.

რა იწ­ვევს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს და რამ­დე­ნად ხში­რია იგი?

D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის ისეთ მზი­ან ქვე­ყა­ნა­შიც კი რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა. ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სია. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღის მზი­ან ნა­წილს ატა­რებს შე­ნო­ბა­ში, ხოლო მზის აბა­ზა­ნე­ბამ­დე იყე­ნებს მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს უწყობს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი, სო­კოს-, შიდსის- და გულყრის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი), გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (მაგ., კუჭ-ნაწ­ლა­ვი­დან შე­წო­ვის დარ­ღვე­ვე­ბი, თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი მაგ., ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა) და კა­ნის და­ბე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის გა­მომ­წვევ რის­კის ფაქ­ტორს.

რას იწ­ვევს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი? განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS