09 ივლისი, 2019
როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები
და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო, ფასტ-ფუდი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვახ­შა­მი - სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის სწო­რად კვე­ბას იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ხერ­ხებთ.

რო­გორ, რამ­დენ­ჯერ და რო­დის უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზა­რა­ლოთ - ამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი ესა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- რო­გო­რი უნდა იყოს სა­უზ­მე. რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ვი­ღოთ დი­ლას?

- სა­უზ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა დი­ლით მი­სარ­თმე­ვი პრო­დუქ­ტე­ბის სა­გან­გე­ბო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იღებს
გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­უზ­მე კა­ლო­რი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე მე­ტად "დატ­ვირ­თუ­ლი" იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­დილ­თან და ვახ­შამ­თან შე­და­რე­ბით.

- სა­უზ­მი­დან სა­დი­ლამ­დე რისი მი­ღე­ბაა სა­სურ­ვე­ლი? ვთქვათ, ხი­ლის თუ უმი ბოსტნე­უ­ლის?


- ხემ­სის შე­მად­გენ­ლო­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. და­საშ­ვე­ბია რო­გორც ხი­ლის, ასე­ვე ბოსტნე­უ­ლის ან რძის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვა. ასე, მა­გა­ლი­თად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კე­ფი­რი ან მა­წო­ნი ან უცხი­მო იო­გურ­ტი, შე­საძ­ლოა ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­სა და ლი­მო­ნის მო­სას­ხმე­ლით.

- ე.ი. სა­დი­ლი მსუ­ყე არ უნდა იყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა?

- არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: სა­უზ­მე თა­ვად მი­ირ­თვი, სა­დი­ლი გა­უ­ყა­ვი მე­გო­ბარს, ხოლო ვახ­შა­მი უწი­ლა­დე მტერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დი­ლად შე­საძ­ლოა, მი­ირ­თვათ ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი (რომ­ლის მირ­თმე­ვაც სა­სურ­ვე­ლია, ზამ­თარ­ში სა­სი­ა­მოვ­ნოც არის) ან ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძი, რომ­ლის გარ­ნი­რი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა, ასე­ვე პუ­რის 1-2 თხე­ლი ნა­ჭე­რი (სა­სურ­ვე­ლია წინა დღის და არა ახ­ლად­გა­მომ­ცხვა­რი).

- პრო­დუქ­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის­თვის კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, თუ ეს ერთ დღე­ში უნდა შევ­ძლოთ?

- იდე­ა­ლუ­რია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი - ცილა, ცხი­მი, ნახ­შირ­წყა­ლი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, წყა­ლი ზო­მი­ე­რად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, სულ მცი­რე, ოთხ მირ­თმე­ვა­ზე.

კვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სა­ა­თე­ბია - 8:00 სა­უზ­მე, 12:00 ხემ­სი, 16:00 სა­დი­ლი, 20:00 მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი. თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, ისე­ვე რო­გორც კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და მი­სარ­თმე­ვად ხელ­საყ­რე­ლი დრო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, ზოგ­მა წა­ხემ­სე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ შეძ­ლოს, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 სა­ათ­ზე (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად).

- სა­დილს ხილი მა­შინ­ვე უნდა მი­ვა­ყო­ლოთ თუ არა? გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS