21 მარტი, 2014
ხუთი წესი, უფრო ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ
არსებობს მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ კარგა ხანია ქალის ასაკი არა განვლილი წლებით, არამედ მისი განვლილი წლებით განისაზღვრება, არსებობს მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.

ხერხემალი

გამართული ხერხემალი მხოლოდ ჯანმრთელობისთვის როდია მნიშვნელოვანი. ის, ვინც მხრებგამართული დადის, უფრო მოხდენილად და ახალგაზრდულად გამოიყურება და რაც მთავარია, უფრო თავდაჯერებულიც არის. მოხრილი ხერხემალი, უპირველეს ყოვლისა, სუსტ კუნთებზე მიუთითებს, თანაც არა მარტო ხერხემლის კუნთებზე, არამედ, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის კუნთებზე. გააკონტროლეთ, როგორ დგახართ, დადიხართ და
ზიხართ. შეეცადეთ ზურგი გამართულად გეჭიროთ. მართალია, ეს ცოტათი ძნელია, სამაგიეროდ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

მაკიაჟი

ამბობენ, 20 წლამდე ქალბატონს ის სახე აქვს, რომლითაც დაიბადა, 20 წლის შემდეგ კი -რომელიც დაიმსახურა. 25 წლის ასაკში ქალბატონთა უმრავლესობამ უკვე იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი უკეთესი მხრით, ადრინდელზე უფრო გულმოდგინედ უვლის თავს.
მნიშვნელოვან წესია: რაც უფრო გემატებათ წლები, მით უფრო ბუნებრივი და ნაზი უნდა იყოს თქვენი მაკიაჟი. უარი თქვით მკვეთრი ფერების თვალის ჩრდილებსა და პომადებზე, შეარჩიეთ ნატურალური ფერები. გამოიყენეთ ვარდისფერი ან ატმისფერი ტუჩების ''ბლესკი'', პასტელის ტონების ჩრდილები და ''რუმიანა''.

ღიმილი

სტრესი და ნევროზულობა გარდა იმისა, რომ ნერვულ უჯრედებს კლავს, პირდაპირ აისახება სახეზე და მას უფრო დაღლილსა და დაძაბულს ხდის. შეეცადეთ, მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს ან ნაკლებმტკივნეულად განიცადოთ ისინი. როცა ადამიანი იღიმის, როცა გულითადად ცდილობს გამხიარულებას, ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება.

ბედნიერი ღიმილი ქალის მთავარი სამკაულია. თუმცა არ დაგავიწყდეთ, დროთა განმავლობაში ყავის, ჩაის, წითელი ღვინისა და ნიკოტინისგან კბილები ყვითლდება. რეგულარულად ესტუმრეთ სტომატოლოგს და მათეთრებელი ეფექტის ხარისხიანი კბილების პასტა გამოიყენეთ.

ძილი

ქალი ორჯერ უფრო ასაკოვნად გამოიყურება, თუ ის სრულფასოვნად გამოძინებას ვერ ახერხებს. თუ გინდათ ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, შეეცადეთ, ძილი არ მოიკლოთ. ორგანიზმმა რომ ძალები სრულყოფილად აღიდგინოს, რვა საათი მაინც უნდა გეძინოთ. საძინებელი ოთახი კარგად გაანიავეთ, რადგან კანს ღამით განსაკუთრებულად სჭირდება ჟანგბადი.

ტანსაცმელი

უფრო ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ, სულაც არ არის აუცილებელი მოკლე ბოლოკაბა და ტოპი ჩაიცვათ.
გაითვალისწინეთ, ქალბატონი, რომელიც ტანსაცმლის ხარჯზე ცდილობს გაახალგაზრდავებას, ცოტა არ იყოს, ბრიყვულად გამოიყურება. უმჯობესია, შეარჩიოთ ხარისხიანი ქსოვილები, ტანზე მომდგარი სამოსი. უარი თქვით ზედმეტ ბრჭყვიალებზე. გახსოვდეთ, ტანსაცმლის შერჩევისას მთავარი მისი გარემოებასა და ვითარებასთან შესაბამისობაა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS