01 ივლისი, 2019
რატომ არ უნდა დალიოს ბავშვმა ცივი წყალი?
ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები ისევე ითხოვენ ნაყინსა და ცივ წყალს, როგორც უფროსები. გასაგრილებლად "წუწაობაც" ძალიან მოსწონთ. მშობლები კი ხშირად შიშობენ, რომ ნაყინი და ცივი წყალი მათ ჯანმრთელობას ავნებს. არის თუ არა ეს რეალურად საფრთხე ბავშვებისთვის, პედიატრი თემურ მიქელაძე გაგვიმარტავს:

- სწორად მომზადებული და სასურველ ტემპერატურულ რეჟიმზე შენახული ნაყინი ბავშვებს საფრთხეს ვერ შეუქმნის, დღის განმავლობაში სასურველია, ბავშვმა მიირთვას ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ინგრედიენტებისაგან (არა კონსერვანტებით მდიდარი) მომზადებული 100-150 მლ ნაყინი.

- მშობლებს ჰგონიათ, თუ ბევრ ნაყინს
შეჭამენ ბავშვები, ყელი ასტკივდებათ, დაავადება გაუმწვავდებათ. ეს მითია თუ რეალობა?

- ეს მითია. მთავარია, ნაყინი იყოს კარგი ხარისხის, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ძნელი მოსაძებნია. როგორც წესი, ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტის შენახვის ვადა მოკლეა 7 დღიდან ერთ თვემდე და არა ერთი წელი.

- რა შეიძლება, ალტერნატიული შევთავაზოთ ბავშვებს?
- ადრეული ასაკის ბავშვებს შეიძლება, შევთავაზოთ სახლში მომზადებული ნაყინი, მაწონი ან იოგურტი.

- ცივი წყლის შემთხვევაში რა მდგომარეობა გვაქვს?
- ადრეული ასაკის ბავშვმა სასურველია, მიიღოს არაგაზირებული, ოთახის ტემპერატურის წყალი. ცივი და გაყინული წყალი კარგავს სასარგებლო თვისებებს, დაქვეითებულია მინერალების შეწოვაც. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით შენახული საკვები პროდუქტები, მათ შორის ნაყინი და წყალი (საკმაოდ ხშირად სხვადასხვა მაღაზიები თიშავენ და

დილით რთავენ დახლ-მაცივრებს, ნაყინის შესანახი მაცივრები ხშირად გვხვდება ქუჩებშიც) კარგავს სასარგებლო თვისებებს და შეიძლება, გახდნენ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებიც.

- რა ტემპერატურაზე უნდა დააყენონ კონდენციონერი მშობლებმა?
- 22-24 გრადუსამდე უნდა დააყენონ, როცა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება და ამ ტემპერატურაზე უნდა იყოს ბავშვი ოთახში.

- ბავშვებს ძალიან უყვართ ცხელ დღეებში ერთმანეთზე წყლის შესხმა - ,,წუწაობა", რამდენად უსაფრთხოა ეს?
- რა თქმა უნდა, გაგრილება (ე.წ. "წუწაობა") უსაფრთხოა, მაგრამ რაც შეიძლება ხანმოკლე დროით უნდა ხდებოდეს 10-15 წუთი. 13:00- 17:00 საათამდე ბავშვები არ უნდა გავიყვანოთ მზეზე, ე.წ. წუწაობის შემდეგ სწრაფად და საგულდაგულოდ უნდა შევამშრალოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS