ვინაიდან ეს მარტივი ჰერპესი თავს ხშირად მახსენებს, შესაბამისად დაავადებას კარგად ვიცნობ.
ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი იქ სამუდამოდ რჩება და პერიოდულად მწვავდება. ადამიანს იშვიათად
საერთოდ კი ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი ნერვულ დაბოლოებებში სახლდება და ცხოვრობს იქ, სანამ იმუნური სისტემა არ დასუსტდება.
მარტივი ჰერპესი ტუჩების "აფეთქებით" იწყება. გამონაყარს წინ უძღვის - ქავილი, წვა, სუსტი ტკივილი და რამდენიმე საათში ჩნდება წვრილი ბუშტუკები. ლორწოვან გარსზე ბუშტუკები 3 დღემდე რჩება, კანზე - ერთ კვირამდე. ისინი თანდათან შრება, ხმება და ქერქით იფარება. ბოლოს ქერქიც ძვრება და ვარდისფერ ლაქას ტოვებს. ლაქა მეტხანს რჩება, ვიდრე გამონაყარი, თუმცა, დროთა განმავლობაში ისიც ლაგდება.
ბუშტუკმა ერთსა და იმავე ადგილას იცის გამოსვლა, მაგრამ ჰერპესული გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ლოყებისა და ცხვირის ლორწოვანზე, თითებს შორის, სასქესო ორგანოებზე, განსაკუთრებით სახიფათოა თვალის დაზიანება - შესაძლოა, საქმე სიბრმავემდე მივიდეს... როცა იმუნური სისტემა ძალიან დასუსტებულია, ჰერპესული ბუშტუკების წარმოქმნასთან ერთად, ტემპერატურაც მატულობს. გამონაყარი მტკივნეულია. ასეთ დროს ადამიანმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს.
ჰერპესული ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ ვირუსის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, რომლებსაც პაციენტს ექიმი ურჩევს ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორც ამბობენ, კანისა და ლორწოვანი გარსების სწრაფ აღდგენას ხელს უწყობს ვიტამინების მიღება და ქაცვის ზეთის ადგილობრივი გამოყენება.
ჰერპესით დაავადებულმა ინფექცია სხვასაც რომ არ გადასდოს, პირადი ჰიგიენა უნდა დაიცვას. უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, ჭურჭელი, რომელსაც სხვები არ შეეხებიან.
ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა ექიმ თამარ მამაცაშვილის წიგნშიც "კარაბადინი" შეგიძლიათ, სადაც არაერთი დაავადების სამკურნალო რეცეპტია თავმოყრილი ხალხური მედიცინიდან:
"ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაცივების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია. გამონაყართან ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს - შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ იმ ადგილზე ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა. ორჯერ გამოვიყენე და წარმატებით - გამონაყარი აღარ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის დასაწყისი ეტაპი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც - საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა. ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მივაგენი: ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში.
გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლისა და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასრგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალია – იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს".
პატივისცემით გულიკო ფ.
ექიმი თამარ მამაცაშვილის ("ოჯახის მკურნალის" რედაქტორი) კომენტარი: განაგრძეთ კითხვა: