რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის - ამაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება:
- თრომბს ორგანიზმში დამცველობითი ფუნქცია აქვს.
- გულით დაავდებულებში როგორ ხდება ეს?
- თუ გულზეა საუბარი და ამ ყველაფერს კარდიოლოგიურად განვიხილავთ, ანუ ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ სისხლძარღვში თრომბის მიერ სისხლძარღვის სრული ან ნაწილობრივი დახშობა ხდება და სიხლძარღვი, რომელიც გულს სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადით ამარაგებს, ვეღარ მიაწვდის შესაბამის საკვებს, რაც ამ უბნის იშემიას გამოიწვევს. ხოლო შემდეგ, თუ გარკვეულ დროში იშემია არ მოიხსნა, დგება სიკვდილი.
- ეს ყველაფერი სიმპტომებით როგორ გამოიხატება?
- სიმპტომი უამრავია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოშია პრობლემა. თუ კარდეოლოგიური კუთხით ვისაუბრებთ და ეს არის ინფარქტი, მისი პირველი კლასიკური ნიშანი ტკივილია. ყველაზე ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის უკან, მოჭერის შეგრძნება, წვა, რაც სხვადასხვაგვარად გამოიხატება.
ტკივილი გულ-მკერდის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, როგორც მარცხნივ,, ისე - მარჯვნივ. ხან ბეჭებში, ხელში, ზედა კიდურში, ყბებში, კბილებში, თავში გადაცემაც ახასიათებს. ამ ტკივილს ირადიაციას ვეძახით.
- ე.ი. თუ ადამიანმა ეს ნიშნები იგრძნო, შესაძლებელია, რომ იყოს ინფარქტის წინა მდგომარეობა და თრომბიც?
- კი, ბატონო, შესაძლებელია. განსხვავება სტენოკარდიასა და ინფარქტს შორის ის არის, რომ თუ ტკივილი დროში გაიწელა, გასცდა ნახევარ საათს, მერე უკვე შეუქცევადი პროცესები იწყება და ინფარქტი ყალიბდება.
- სტენოკარდიული ტკივილის შეგრძნება რამდენ ხანს გრძელდება?
- სტენოკარდია - მაქსიმუმ 20 წუთი. მერე უკვე დაზიანებაში გადადის. როგორც გითხარით, ძირითადი, კლასიკური სიმპტომი ტკივილია, თუმცა, არსებობს უამრავი სხვა სიმპტომი, რასაც ტკივილის ექვივალენტს ვუწოდებთ. ეს შეიძლება იყოს, როგორც წვა, მოჭერა, ზეწოლა, ხანდახან სუნთქვის უკმარისობა, ან მწვავედ განვითარებული ქოშინი.
- თუ სუნთქვის უკმარისობა და გახშირებული ქოშინია, რაც, ვთქვათ, კიბის საფეხურებზე ასვლისას გამოიხატა, ამაზე რას გვეტყვით? განაგრძეთ კითხვა: