03 ივნისი, 2019
10 პროდუქტი, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს - მათ ყოველდღიურად მიირთმევთ
სწო­რი კვე­ბა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში შე­დის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სურ­სა­თის ექ­სპერ­ტი - ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძე ამ­ბობს, "დოზა ქმნის შხამს: ერთი ტაბ­ლე­ტი წა­მა­ლი წა­მა­ლია, ორი კი - შე­იძ­ლე­ბა სა­წამ­ლა­ვი აღ­მოჩ­ნდეს. იგი­ვე ით­ქმის ადა­მი­ა­ნის საკ­ვებ­ზეც". ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი იმ პრო­დუქ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

შა­ქა­რი და შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი

- დიდი ოდე­ნო­ბით შაქ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, რად­გან ეს რთუ­ლი
ნახ­შირ­წყა­ლია და ორ­გა­ნიზ­მის­თვის მისი და­მუ­შა­ვე­ბა რთუ­ლი პრო­ცე­სია. შაქ­რის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს იწ­ვევს, მით უმე­ტეს, რომ რაც უფრო მეტ შა­ქარს მი­ვირ­თმევთ, ორ­გა­ნიზ­მი უფრო მეტს ითხოვს. მარ­თა­ლია, შა­ქა­რი ენერ­გი­ის წყა­როა, მაგ­რამ ენერ­გი­ის მი­ღე­ბა კვე­ბის და­ბა­ლან­სე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. კი­დევ უფრო მავ­ნე­ბე­ლია შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი. რო­გორც წესი, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით ტკბი­ლია, ვიდ­რე შა­ქა­რი, მაგ­რამ ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ არის ენერ­გი­ის მომ­ცე­მი. გარ­და ამი­სა, შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი შეჩ­ვე­ვას იწ­ვევს და უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე. ასე­ვე მავ­ნე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის შა­ქარ­ყი­ნუ­ლი და კო­წა­ხუ­რის კან­ფე­ტე­ბი, რად­გან მათ­ში ბლო­მად შე­დის ფე­რი­სა და გე­მოს მიმ­ცე­მი ესენ­ცი­ე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შაქ­რის მი­ღე­ბა სხვა გზი­თაც შე­იძ­ლე­ბა: ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­დის უგემ­რი­ე­ლე­სი ხილი, მათ შო­რის, ყუ­რძე­ნი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა შაქ­რის სა­ჭი­რო დოზა მი­ვი­ღოთ. შაქ­რის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან კარ­გი პრო­დუქ­ტია თაფ­ლი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად გემ­რი­ე­ლი­ცაა და სა­სარ­გებ­ლოც. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS