მაშ ასე, ახლა კი იმის შესახებ, რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას
საღამოს 9-დან – 11 საათამდე ისვენებს გონება. ამ პერიოდში აზროვნების უნარის დაქვეითება ხდება, მაგრამ არა უცბად. ეს თანდათანობით ხდება და ჩვენთვის, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება. დროის ამ მონაკვეთში, ადამიანი თუ აქტიურადაა ჩართული აქტივობაში, ტვინი გამოჩენილი ძალისხმევისთვის მეტისმეტად იტვირთება და ამ მდგომარეობის ნეგატიური შედეგი, წლების მანძილზე გროვდება.
როდესაც გონება ისვენებს, ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ამ პერიოდში არ ღირს სამომავლო გეგმებზე ფიქრი, შექმნილი ცხოვრებისეული მდგომარეობის გაანალიზება ან თუნდაც, სხვებისთვის რჩევის მიცემა. როდესაც გონება დასვენებისთვისაა განწყობილი, პრობლემები ექმნება მეხსიერებასაც და თუ 21 - 23 საათებს შორის რამეს ვერ გაიხსენებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ადამიანი გონებას დასვენების უფლებას არ მისცემს, დროთა განმავლობაში, მას უმცირდება კონცენტრაციისა და ნებისყოფის უნარი, ხდება კონფლიქტური და აგრესიული, უძლიერდება მადა და ძილის მოთხოვნილება და ეს ყოველივე, სერიოზული დაავადების, მხოლოდ საწყისი სიმპტომებია. გაარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობის განვითარება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ხშირია მაღალი არტერიული წნევები. კანი ფერმკრთალი, ხოლო გამოხედვა უსიცოცხლო ხდება. ხშირია თავის ტკივილი და ხდება გონებრივი განვითარების შეფერხება.
11-დან 1-საათამდე ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს – ისვენებს ნერვული და კუნთოვანი სისტემა. დროის ამ პერიოდში, ფიზიკური აქტიობების შედეგი – სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნება, სხეულის დამძიმება, გონებრივი და ფიზიკური სისუსტეა. ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენა მომენტალურად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დროის ამ მონაკვეთში, ორგანიზმის ფიზიკურად დატვირთვა მუდმივად ხდება, ქვეითდება ადამიანის იმუნური სისტემა და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები ვითარდება. კერძოდ, ხდება ცვლილებები ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაში.
ღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე ძილი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ექმნება ადამიანის ფსიქო-ემოციურ შესაძლებლობებს. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, შედეგი არ აყოვნებს და ის გადაჭარბებული გაღიზიანებით, აგრესიითა და ანტაგონიზმით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის დარღვევა სისტემატურ ხასიათს ატარებს, ორგანიზმი ემოციურად იფიტება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება, ისტერია გამოიწვიოს. ამის შემდეგ კი, თანდათანობით ყალიბდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ანუ, ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე, მეტისმეტად აფორიაქებულია, ხოლო შემდეგ, ღრმა დეპრესიაში ვარდება, რომლის დროსაც, თანდათანობით სუსტდება სმენა, ყნოსვა, მხედველობა, შეგრძნების უნარი და გემოვნების რეცეტორების აქტიურობა.