29 მაისი, 2019
გეიშების 20 საიდუმლო, რომლებიც ნებისმიერ გოგონას დაეხმარება, უფრო მიმზიდველი გახდეს
გეიშა მთელ მსოფლიოში ქალურობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ეტალონია. ისინი ამ ხელოვნებას, ბავშვობიდან მოყოლებული, მრავალი წლის მანძილზე ეუფლებიან. საიდუმლოებების დიდი ნაწილი დაფარულია და მხოლოდ მასწავლებლიდან მოწაფეს გადაეცემა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც ხდება ცნობილი უფრო ფართო აუდიტორიისთვის.

გაგაცნობთ გეიშების ზოგიერთ საიდუმლოს, რომლებიც ეხმარება მათ, ყოველთვის იყვნენ მიმზიდველები და მომხიბვლელები.

საუბრის მანერა

Rating

გეიშას სიტყვა კარგადაა მომზადებული და კრუტუნს მოგაგონებთ. გოგონებს საკმაოდ მდიდარი ლექსიკა აქვთ. ხმა სანდომიანი და ხავერდოვანია. საუბრის სწორად წარმართვას გეიშები წლების მანძილზე სწავლობდნენ.

- საკუთარი ხმა დიქტოფონზე ჩაიწერეთ.
ექსპერიმენტი ჩაუტარეთ ინტონაციას. საუბარი უნდა იყოს ტალღოვანი, თანაბარი.

- მოიშორეთ პარაზიტი სიტყვები.

- ყოველთვის ზუსტად განსაზღვრეთ, თუ რისი თქმა გსურთ, რათა ნაკლებად გაიმეოროთ და არ გქონდეთ უადგილო პაუზები.

ხელები

Rating

- მნიშვნელოვანია, ყოველთვის ელეგანტური იყოთ. მაგ: როცა რაიმეს გადაწოდება გსურთ მაგიდაზე, იდაყვები სხეულზე მიიბჯინეთ, რათა არაფერი გატეხოთ.

- ფრჩხილები კოხტად უნდა გქონდეთ მოწესრიგებული. დაგეზარებათ მათი მოვლა? მაგ: ჩაიტარეთ ეს პროცედურა საღამოს, საყვარელი სერიალის ყურებისას.

ხერხემალი და სიარულის მანერა

Rating

- თავი სწორად დაიჭირეთ და იყურეთ წინ, არა ფეხებზე.

- იძინეთ მაგარ ზედაპირზე, რათა ზურგი მიეჩვიოს და იყოს ჯანმრთელი.

- გეიშები ხერხემლის სწორად დასაჭერად ფართო ქამარსაც ატარებდნენ.

- ნუ იჩქარებთ. გახსოვდეთ, რომ გეიშას ერთ-ერთი მთავარი თვისება ელეგანტურობაა.

- ნუ მიეყრდნობით კედლებს ან მოაჯირებს და ეცადეთ, ორ ფეხზე თანაბრად იდგეთ.

ცოდნა და ინფორმირება

Rating

გეიშების ერთ-ერთი საიდუმლო, რომლის წყალობითაც ადამიანთან საერთო ენას სწრაფად პოულობდნენ, იყო ის, რომ წინასწარ აგროვებდნენ ამ ადამიანზე ინფორმაციას.

დღეს ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. წინასწარ მოიკითხეთ, შეხვედრა ვისთან გიწევთ, დაათვალიერეთ მისი გვერდი სოც. ქსელში. ადამიანზე მცირედის ცოდნითაც კარგი ურთიერთობის წარმართვას შეძლებთ და დადებით იმიჯსაც შეიქმნით.

სხეულის ენა

Rating

- ეცადეთ, ყოველთვის მშვიდი იყოთ. ამისათვის გამოიყენეთ დიაფრაგმა, შეისუნთქეთ ცხვირით. შემდეგ 5-მდე დაითვალეთ და ნელა ამოისუნთქეთ. ასე მოსაუბრესაც დაეხმარებით დამშვიდებასა და მოდუნებაში.

- ყველა მოძრაობა უნდა იყოს ტალღოვანი და კოხტა, მაგრამ თავდაჯერებული და ზუსტი. თუ გრძელსახელოიანი სამოსი გაცვიათ, შეგიძლიათ, ხანდახან აიწიოთ ან ჩამოიწიოთ და თქვენი მაჯების დემონსტრირება მოახდინოთ. საწინააღმდეგო სქესისთვის სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ მიმზიდველად ითვლება.

- არ გადააჯვარედინოთ ფეხები. პირველ რიგში, ეს დახურული პოზაა; მეორეც, გეიშები ამ პოზას გაურბოდნენ, რათა შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნოდათ.

- თვალები ნახევრად დახრილი უნდა იყოს, რათა იდუმალი და მიმზიდველი მზერა გქონდეთ. ამასთან, ადამიანს ღიმილით უნდა მიესალმოთ და თავაზიანად შეხედოთ.

- მზერა განსაკუთრებულად მძაფრი და ღრმა რომ იყოს, შეასრულეთ შემდეგი სავარჯიშო: ყოველ დილით ატრიალეთ თვალები დახუჭულ მდგომარეობაში. თანმედროვე ფოტომოდელები ამ ხერხს გადაღებების წინ მიმართავენ.

- ეს ვარჯიში სწრაფად მოდუნებასა და კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. დახუჭეთ თვალები და თავი დაბლა დახარეთ. შემდეგ ნელა აწიეთ, პარალელურად ღრმად ისუნთქეთ. გაახილეთ თვალები. როცა თავს ისევ მაღლა აწევთ, სუნთქვა რამდენიმე წამით შეაჩერეთ. შემდეგ მოდუნდით და ამოისუნთქეთ. შუა და უსახელო თითები დააჭირეთ წარბებს შორის წერტილს 1-2 წუთით.

თავის მოვლის საიდუმლოებები განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS