ლახტი - არაფერი ებრძვის ცელულიტს მასზე უკეთ. ეს მარტივიცაა, თქვენ არ დაგჭირდებათ სპორტდარბაზში სიარული ასეთი ვარჯიშისთვის. შეგიძლიათ ლახტით სახლშიც ივარჯიშოთ. თანაც ვერცერთი ტრენაჟორი ვერ გაუწევს ლახტს კონკურენციას ცელულიტის გაქრობის საკითხში.
განსაკუთრებულ შედეგს მიიღებთ თეძოებსა და დუნდულებზე. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ უნდა იხტუნოთ 15 წთ. არ არის აუცილებელი რომ ეს დრო შეუსვენებლივ ივარჯიშოთ, შეისვენეთ გაიარეთ ოთახში, მიეყუდეთ კედელს
დაიწყეთ 15 წუთით და დღეების მიხედვით გაზარდეთ ვარჯიშის ხანგრძლივობაც- თუკი შეძლებთ, ადით 45 წუთამდე. როცა მიიღებთ სასურველ ფორმებს, შეგიძლიათ ვარჯიშის დრო თანდათანობით შეამციროთ. რა თქმა უნდა აღნიშნული ვარჯიში მხოლოდ ცელულიტს არ მოგაშორებთ - ეს წონაშიც დაგაკლებინებთ.
ჰულაჰუპი ან ტანვარჯიშის სალტე - ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცელულიტის წინააღმდეგ. ჰულაჰუპით ვარჯიშს ოთახშიც კი შეძლებთ. არ დაიზაროთ და დღეში 15 წუთი ივარჯიშეთ, სანაცვლოთ გექნებათ უფრო თხელი ფორმები. გაითვალისწინეთ, რომ არ არის სასურველი ჰულჰუპით ღამე ვარჯიში, ასევე, ნუ ივარჯიშებთ ამგვარად 15 წუთზე მეტად.