15 მარტი, 2014
მარტივი რჩევები გახდომის მსურველთათვის
ასევე კარგია ''სუპპიურე'' - ბოსტნეულის ნახარში. იგი სასარგებლოცაა და მხოლოდ 70 კალორიას შეიცავს გახდომის მსურველებმა შიმშილით თავი რომ არ დაიტანჯონ, დიეტოლოგები მარტივ რჩევებს სთავაზობენ.

წვნიანებზე უარს ნუ იტყვით

დიეტოლოგების აზრით, წვნიანით ჭამის დაწყება მადას კლავს. თუ ერთ თეფშ ნაკლებცხიმიან წვნიანს მიირთმევთ, მალე დანაყრდებით და, რაც მთავარია, ორგანიზმიც ნაკლებ კალორიას აითვისებს. ასევე კარგია ''სუპპიურე'' - ბოსტნეულის ნახარში. იგი სასარგებლოცაა და მხოლოდ 70 კალორიას შეიცავს.

პური არ ასუქებს?

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ წონაში მომატების მიზეზი, როგორც ხშირად გვგონია,
სულაც არ არის პური. უბრალოდ, პურზე წასმული კარაქის სქელი ფენა, ჯემი, ლორი და ძეხვი იწვევს წონაში მატებას. ამიტომ თქვენი ორგანიზმისთვის უმჯობესია, თუ კვებით რაციონში ჩართავთ თევზის, ხილისა და ბოსტნეულის ბუტერბროდებს.

კვირაში ერთი დღე მხოლოდ ხილი

ამგვარი განტვირთვა ამაღლებს განწყობას, ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს და თან ცხიმებსაც წვავს. ასევე, ახალი ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც აგაცილებთ შიმშილის გრძნობის თანმდევ სიმპტომებს: თავბრუსხვევას, სისუსტეს, ძილიანობას.

ვაშლის დღე: მიიღეთ 1 კილოგრამი მწვანე ვაშლი, 2 ჩაის ჭიქა ყავა ან ჩაი - თქვენი სურვილის მიხედვით, მხოლოდ უშაქროდ.

გრეიპფრუტის დღე: 2 ცალი გრეიპფრუტის რბილობი და 2 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი გაანაწილეთ და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ეს მიიღეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
gvanca
Mec ase moviqcevi radgan modeli var da dieta aucileblad unda davicva. Dzalian didi Madloba.
20:43 / 12-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მალი
ეხლა იაპონურ დიეტაზე ვარ და რო მოვრჩები აუცილებლად ეგრე ვიზავ.კვირაში ერთ დღეს ხილს შევჭამ.ეს ჩვევად უნდა გავხადო
15:11 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS