ამიტომ დღეს მთავარია სასურველი შედეგი დროის მცირე მონაკვეთში მივიღოთ. სპეციალურად თქვენთვის შევარჩიეთ 15 წუთიანი სახის ნიღბები, რომელიც კანის გაჯანსაღებაში და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ.
1. შვრიის ფაფის ნიღაბი - 3-4 ს.კ შვრიას დაასხით ადუღებული რძე
2. კეფირის ნიღაბი - პროცედურისთვის დაგჭირდებათ 100-200 გრ ცხიმიანი კეფირი (შეგიძლიათ კეფირი მაწვნით ან არაჟნით შეცვალოთ). დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ15-20 წთ. მეტი ეფექტისთვის სახეზე წასმული ნიღაბი დროდადრო ხელით შეიზილეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. ხაჭოს ნიღაბი - 2 ს.კ. ხაჭოს დაუმატეთ 2 ს.კ. სტაფილოს წვენი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 სკ რძე. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. ამ ნიღბის ინგრედიენტები ერთმანეთის პროპორციული უნდა იყოს, ამიტომ თუკი გინდათ, რომ ნიღაბი შედარებით მეტი ოდენობის გამოვიდეს, ყველა ინგრედიენტი ერთნაირად გაზარდეთ. 15-20 წთ-ის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. თაფლის ნიღაბი - 2 ს.კ. თაფლს დაუმატეთ 1 ს.კ. შვრია და 2 ჩ.კ. რძე. ნარევი დაიტანეთ სახეზე. გახსოვდეთ, ნიღაბს უკუჩვენება აქვს იმ ადამიანებში, რომელთაც თაფზე აქვთ ალერგია.
5. ბანანის ნიღაბი - დასრისეთ ერთი საშუალო ზომის ბანანი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. მკვებავი კრემი, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაიტანეთ სახეზე 15-20 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.