14 მარტი, 2014
როგორ გავაახალგაზრდავდეთ 15 წუთში
სპეციალურად თქვენთვის შევარჩიეთ 15 წუთიანი სახის ნიღბები, რომელიც კანის გაჯანსაღებაში და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ 21- ე საუკუნის რიტმი ძალიან დამღლელია. დროთა სვლა და ყოველდღიური პრობლემები პირველყოვლისა ჩვენს სახის კანზე აისახება. ჩვენ იმდენ ენერგიას ვახმართ სამსახურსა თუ საოჯახო საქმეებს, ცოტა დრო გვრჩება თავის მოსავლელად.

ამიტომ დღეს მთავარია სასურველი შედეგი დროის მცირე მონაკვეთში მივიღოთ. სპეციალურად თქვენთვის შევარჩიეთ 15 წუთიანი სახის ნიღბები, რომელიც კანის გაჯანსაღებაში და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ.

1. შვრიის ფაფის ნიღაბი - 3-4 ს.კ შვრიას დაასხით ადუღებული რძე
ან ნაღები. დაახურეთ ჭურჭელს თავი, გააჩერეთ ცოტა ხნით, ვიდრე მასა არ შეთბება. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კანს დაატენიანებს და მის სიმშრალეს შეამცირებს.

2. კეფირის ნიღაბი - პროცედურისთვის დაგჭირდებათ 100-200 გრ ცხიმიანი კეფირი (შეგიძლიათ კეფირი მაწვნით ან არაჟნით შეცვალოთ). დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ15-20 წთ. მეტი ეფექტისთვის სახეზე წასმული ნიღაბი დროდადრო ხელით შეიზილეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. ხაჭოს ნიღაბი - 2 ს.კ. ხაჭოს დაუმატეთ 2 ს.კ. სტაფილოს წვენი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 სკ რძე. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. ამ ნიღბის ინგრედიენტები ერთმანეთის პროპორციული უნდა იყოს, ამიტომ თუკი გინდათ, რომ ნიღაბი შედარებით მეტი ოდენობის გამოვიდეს, ყველა ინგრედიენტი ერთნაირად გაზარდეთ. 15-20 წთ-ის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. თაფლის ნიღაბი - 2 ს.კ. თაფლს დაუმატეთ 1 ს.კ. შვრია და 2 ჩ.კ. რძე. ნარევი დაიტანეთ სახეზე. გახსოვდეთ, ნიღაბს უკუჩვენება აქვს იმ ადამიანებში, რომელთაც თაფზე აქვთ ალერგია.

5. ბანანის ნიღაბი - დასრისეთ ერთი საშუალო ზომის ბანანი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. მკვებავი კრემი, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაიტანეთ სახეზე 15-20 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS