1. გაწმინდეთ ფეხსაცმელი - მოუარეთ თქვენს ფეხსაცმელს, ეს დაგეხმარებათ უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ კარგ მდგომარეობაში თქვენთვის აუცილებელი ნივთი.
2. აუცილებლად დაიბანეთ სახე და ფეხები - რა თქმა უნდა სასურველია თუკი მიიღებთ შხაპს, მაგრამ თუკი გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ ამას ვერ ახერხებთ, აუცილებელია დაიბანოთ სახე და
3. გაიხეხეთ კბილები - ბევრს ჰგონია, რომ კბილების გახეხვა მხოლოდ დილის პროცედურაა, გაიხეხეთ კბილები საღამოს, ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დამატებითი სტომატოლოგიური ხარჯები. კბილების გამოხეხვის დროს კბილის ჯაგრისი თითო კბილს მინიმუმ ათჯერ უნდა შეეხოს. ასევე, სასურველია გაისუფთაოთ ენა. როგორც წესი, კბილის ჯაგრისს 3 თვეში ერთხელ ცვლიან.
4. დალიეთ კეფირი - სასურველია თუკი ბოლო კვება დაძინებამდე 3 საათით ადრე იქნება. ამასთან, თქვენი კუჭ-აწლავის სისტემა "მადლობას გეტყვით" თუკი ბოლო კვების დროს მხოლოდ კეფირს მიიღებთ. დალიეთ კეფირი, დაალევინეთ ის თქვენს ბავშვებსაც. თუკი კეფირი არ მოგეპოვებათ მაშინ დალიეთ სუფთა წყალი, ამ შემთხვევაში ეფექტი მცირე, მაგრამ მაინც იქნება.
5. აკოცეთ ოჯახის ყველა წევრს - გამოხატეთ სითბო, აკოცეთ თქვენი ოჯახის ყველა წევრს, შინაურ ცხოველებსაც კი.