რა ასაკამდე შეიძლება ინვიტრო განაყოფიერება და რა შემთხვევაში ეუბნებიან ამ პროცედურით სარგებლობაზე პაციენტს უარს, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი.
- მაქსიმალური ასაკის მქონე პაციენტი, რომელიც საკუთარი კვერცხუჯრედით მიმიღია, იყო 54 წლის. დაახლოებით 35 წლიდან და 40-ის ზემოთ ძირითადად
კვერცხუჯრედს დიდი ასაკის პაციენტებისგანაც, მაგრამ ვერ ვღებულობთ დაორსულებას. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში დონაციის პროგრამა არის ლეგალური და ამიტომ შეიძლება წყვილებმა, რომელთაც განაყოფიერების შანსი დაბალი აქვთ, ისარგებლონ დონორით.
- ძირითადად ჩვეს ქვეყანაში იმედგადაწურული პაციენტები მიმართავენ ინვიტრო განაყოფიერებას, ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. თუ გქონიათ შემთხვევები, როცა ხალხური მეთოდების გამოყენებით ცდილობდნენ ქალაბტონები დაორსულებას? რას გვეტყვით ამის შესახებ?
- ჩემს პრაქტიკაში მყოლია პაციენტები, რომლებსაც მწერებით მკურნალობის მეთოდისთვის მიუმართავთ... სხვა საოცარი მეთოდებიც უხსენებიათ... მსგავსი მეთოდები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებენ სახეს და თანდათან მივიწყებას ეძლევიან არაეფექტურობის გამო. არსებობს ისეთი ხალხური მეთოდები, მაგალითად, როგორიცაა ფუტკრის რძით მკურნალობა, ბალახეულით მკურნალობა და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფრო მეტად, ვიდრე ის, რომ ამ მეთოდებს რამე შედეგი მოჰქონდეს. ამ მეთოდებს პაციენტებს არ ვუშლით, რადგან არაფერს ავნებს, მაგრამ მე როგორც ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი, მედიკამენტის გარეშე ვერ ვუმკურნალებ პაციენტს.
- რა შემთხვევაში ეუბნებით პაციენტს უარს ინვიტრო განაყოფიერებაზე? რა დაავადების მატარებელ ადამიანს ვერ გაუკეთდება ინვიტრო განაყოფიერება?
- ჩვენ როცა პროგნოზს ვაკეთებთ საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობაზე და ვამბობთ, რომ ორსულობა არ დადგება, ვუხსნით, რა არის ამის მიზეზი, შეიძლება ეს იყოს მრავალკვანძოვანი მიომა, შეიძლება იყოს ასაკის ბრლი და ჰორმონალური მედიკამენტების დანიშვნით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. შეიძლება ასევე იყო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული პრობლემა, შეიძლება სარძევე ჯირკვალში ჰქონდეს პრობლემა, ან ფარისებრ ჯირკვალში, ან გადატანილი ჰქონდეს ონკოლოგიური დაავადება, ასეთ პაციენტებს ვურჩევთ სუროგაციის პროგრამით სარგებლობას.
ჩვენ გვყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა საშვილოსნოს კიბო, მაგრამ ისრაელში ისე უმკურნალეს, ორივე საკვერცხის ფუქნცია შეუნარჩუნდა, გამოვიტანეთ კვერცხუჯრედები, არჩვეულებრივი ემბრიონები მივიღეთ და ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ გადავუტანოთ სუროგატ დედას.
ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ასე რომ, თუ პაციენტის ორგანიზმში ინვიტრო განაყოფიერება არ გამოიღებს შედეგს და დაორსულება ვერ მოხდება, ეს პაციენტს უნდა ვუთხრათ აუცილებლად და ასეც ვიქცევით. განაგრძეთ კითხვა: