შევეცდებით ჩამოგითვალოთ ის მიზეზები, რომლის გამოც შესაძლოა ქალებს სექსი არ მოსწონდეთ.
ფიქრობთ რომ სათანადოდ არ გამოიყურებით - საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკული განწყობის გამო თქვენ ვერ ახერხებთ მოდუნებას. "უხერხულობის" მოსახსნელად შეგიძლიათ გამორთოთ შუქი, დახუჭოთ თვალები და კონცენტრირდით შეგრძნებებზე. მაგრამ უმჯობესია გაიაზროთ, რომ თქვენს პარტნიორს მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ.
ნერვიულობ "მართებულია" თუ არა ეს
იღებთ ანტიდეპრესანტებს ან სხვა პრეპარატებს - იქნებ სწორედ ეს ქიმიური საშუალებები აქრობენ თქვენში სექსუალურ ლტოლვას. დაელაპარაკეთ ამაზე ექიმს. გინდათ რომ ყველაფერს აკონტროლებდეთ - შეეშვით იყოთ ყველა სიტუაციასა თუ შედეგზე პასუხისმგებელი. მოეშვით და თქვენ შეძლებთ ახალი, მოულოდნელი შეგრძნებების მიღებას.
არასდროს განგიცდიათ ორგაზმი და ამაზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ - არ ღირს იმაზე გამუდმებით ფიქრი, რატომ არ განიცდით ყოველ ჯერზე ორგაზმს. სექსი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ ორგაზმი. მასტურბაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი სხეულის შესასწავლად და იმის გასაგებად, რა გჭირდებათ იმისთვის რომ ორგაზმი განიცადოთ. თქვენ ცუდი სექსუალური გამოცდილება გქონდათ წარსულში - თქვენი ახალი პარტნიორის საიმედოობა, სიყვარული, მოთბინება და ზრუნვა - აი რა დაგეხმარებათ შეცვალოთ სექსისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.