12 მარტი, 2014
სექსი და მისი უარყოფითი მხარეები - ორალური სექსი უსაფრთხო არ არის
ვირუსი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ის დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ონკოლოგიურ სნეულებებთან ნოთინგჰემის უნივერსიტეტის მკვლევარები და ცნობილი სექსოლოგი ჯონ ნიტი ამტკიცებენ, რომ მომეტებულმა სექსუალურმა აქტივობამ შეაძლოა პროსტატის კიბო გამოიწვიოს.

მეციერები ამბობენ, რომ სექსუალურად ნაკლებაქტიურ მამაკაცებთან შედარებით, პროსტატის კიბოთი დაავადების შანსი 32%-ით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთაც თვეში ოცჯერ მეტად აქვთ სექსი.

ორალური სექსი უსაფრთხო არ არის

მეცნიერება აქარწყლებს იმ მითს, თითქოს უსაფრთხო სექსის ზოგიერთი ფორმით შესაძლებელია ვენერიული დაავადებების თავიდან არიდება. ნებისმიერ სქესობრივ კონტაქტს შეუძლია პარტნიორის დასნეულება ვენერიული
დაავადებით.

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა. გაირკვა, რომ ცალკეული ონკოლოგიური დაავადებების დონე საკმაოდ მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც მხოლოდ ორალური სექსით არიან დაკავებულნი.

ენის ან ნუშისებრი ჯირკვლების კიბოთი დაავადებული, 25-დან 44 წლამდე ამერიკელი ქალების 60%-ში დაავადების გამომწვევი სწორედ დაუცველი ორალური სექსი იყო. პრობლემა პაპილომა ვირუსში იმალება. ეს ვირუსი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ის დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ონკოლოგიურ სნეულებებთან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნინა
ეს უსახელო რა გამწარებული წერს,არადა მგონი როგორ ოცნებობს :)
16:21 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
შეიძლება ბევრმა გოიმად ჩამთვალოს ამის გამო მაგრამ რა ვქნა ჩემში ზიზღს იწვევს,ის ფაქტი რომ მამაკაცის სასქესო ორგანო პირში უნდა ჩაიდო.ჩემმა მეუღლემ ასეთი რაღაც რომ მაკადროს ნამდვილად არ მომეწონება და ვიფიქრებ რომ პატივს არ მცემს. ჩემი აზრით აუცილებელი არაა ორალური სექსი გქონდეს აუცილებლად რომ სიამოვნება მიიღო,თუ გიყვარს ადამიანი ისე სექსიც სასიამოვნოა მასთან.
15:48 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გადახრილი-აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ და ვიზიარებ თქვენს თავლსაზრისს!
20:28 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გადახრილი
ცნობისათვის, ორალური სექსი, არანაირ გადახრას არ მიეკუთვნება, ჰიგიენის არცოდნას რაც შეეხება, დაუბანელზე რა თქმა უნდა არაჰიგიენურია. თუ ადამიანი გიყვარს, მისი სხეულის ყველა ნაწილი უნდა გიყვარდეს, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და შენს საყვარელ ადამიანს როგორ მიანიჭებ სიამოვნებას, შენი ნებაა და არა ვიღაც დაკომპლექსებული გარშემომყოფების. მე 25 წელია, მედიცინის სფეროში ვმუშაობ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადებების თავიდან ასაცილებლად უნდა ერიდოთ შემთხვევით პარტნიორებს და არა ორალურ სექსს.
19:55 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
კარგით ეხლა კი დაავადება ნეისმიერი სახიტ შეიზლება გადავიდეს ადამიანზე,მაგრამ როცა გყავს ადამიანი გვერდით და გაქვს სურვილი ასიამოვნო რა სუაშია აქ საერტოდ მონობა ვერ ვხვდები წინა კომენტარზე მაქ ლაპარაკი.იგივე შეიზლება ითქვას კაცზეც როცა ერთნი არიან უკვე მონობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია ჩემი აზრიტ.
17:44 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ცოტნე
ორალი 4ევერ :)))
17:55 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
სექსუალური გადახრა თვეში ორჯერ სექსია :) ორალურ სექსს რაც შეეხება რამოხდა თუ ვერასოდეს მიიღებთ ასეთ სიამოვნებას ზოგი საერთოდ ქალიშვილი კვდება, არ არი აუცილებელი ყველამ განიცადოს ეს გრძნობა ;) არც ის ვარგა სხვებს დაუშალო და ავი ძაღლის პოზიცია გეკავოს ადამიანს, ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს
15:18 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
****
რა საზიზღრობაა და გულისამრევია ამის წარმოდგენაც კი.ჰიგიენა საერთოდ იციან ამ სექსუალური გადახრის მოყვარულებმა რა არის?ხეზე მოწყვეტილი ხილიც კი გაურეცხავად,რომ მიირთვაც ისიც კი რისკია და ეს რა უბედურებაა,რა უკულტურობაა ეს სამედიცინო თვალსაზრისით,ზნეობაზე და მორალზე აღარ ვლაპარაკობ.როგორ შეიძლება მონის მდგომარეობასი ჩააყენო თავი,გასულ საუკუნეებში მონა-ქალებს იყენებდნენ ამ "სიამოვნებისთვის."
13:49 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თინამ თუ წაიკითხა ნეტა? :D
22:29 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS