05 აპრილი, 2019
მარტივად მოსამზადებელი კოქტეილი, რომელიც ჭამის მადას ბოლომდე დაგიქვეითებთ და არც ენერგიას დაკარგავთ
ზედმეტ წონას ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარი ფორმით ებრძვის, თუმცა, ჯანსაღი იერისა და მომხიბვლელი ფორმების შესანარჩუნებლად ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული კვება აუცილებელია.

ბოლო დროს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ქალის დიეტა გავრცელდა. მათ ან ზედმეტი წონა დაიკლეს, ან სიმსუქნე აირიდეს თავიდან.

Rating

განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს სალომე ღვინიაშვილისა და ანი ტყებუჩავას კვების რაციონი.

მათ წონაში ე.წ. სტოკჰოლმის დიეტით დაიკლეს. ეს დიეტა დაბალანსებული რაციონისგან შედგება და ყოველდღიურად სხვადასხვა რაციონის მირთმევაა რეკომენდირებული.

Rating

თუმცა, ამ დიეტის შედგენისას, გაძლევენ ჯადოსნურ რჩევებსაც, რომლებიც მადის დაქვეითებას იწვევს და ამავე
დროს, თქვენ არ კარგავთ ენერგიას.

Rating

ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის ჯადოსნური კოქტეილი, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივად და იაფად არის შესაძლებელი.

ამ კოქტეილის მოსამზადებლად კი მცირე დრო დაგჭირდებათ და როცა მას მიირთმევთ, შიმშილის გრძნობა საერთოდ გაგიქრებათ.

მაშ ასე, გთავაზობთ კოქტეილის რეცეპტს.

Rating

ავიღოთ ერთი ფორთოხალი, დავასხათ ერთი ლიტრი წყალი და წამოვადუღოთ. წამოდუღების შემდეგ დავუმატოთ კამა.

მომზადებული კოქტეილი შევინახოთ მაცივარში და მეორე დღეს კვებებს შორის დალიეთ. ნახავთ, რომ შიმშილის გრძნობას ბოლომდე დაგიქვეითებთ და ენერგიაც გექნებათ.

ინგრედიენტები:

ფორთოხალი 1 ცალი

კამა 1 ან 2 კონა

წყალი 1 ლიტრი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS