ბოლო დროს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ქალის დიეტა გავრცელდა. მათ ან ზედმეტი წონა დაიკლეს, ან სიმსუქნე აირიდეს თავიდან.
განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს სალომე ღვინიაშვილისა და ანი ტყებუჩავას კვების რაციონი.
მათ წონაში ე.წ. სტოკჰოლმის დიეტით დაიკლეს. ეს დიეტა დაბალანსებული რაციონისგან შედგება და ყოველდღიურად სხვადასხვა რაციონის მირთმევაა რეკომენდირებული.
თუმცა, ამ დიეტის შედგენისას, გაძლევენ ჯადოსნურ რჩევებსაც, რომლებიც მადის დაქვეითებას იწვევს და ამავე
ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის ჯადოსნური კოქტეილი, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივად და იაფად არის შესაძლებელი.
ამ კოქტეილის მოსამზადებლად კი მცირე დრო დაგჭირდებათ და როცა მას მიირთმევთ, შიმშილის გრძნობა საერთოდ გაგიქრებათ.
მაშ ასე, გთავაზობთ კოქტეილის რეცეპტს.
ავიღოთ ერთი ფორთოხალი, დავასხათ ერთი ლიტრი წყალი და წამოვადუღოთ. წამოდუღების შემდეგ დავუმატოთ კამა.
მომზადებული კოქტეილი შევინახოთ მაცივარში და მეორე დღეს კვებებს შორის დალიეთ. ნახავთ, რომ შიმშილის გრძნობას ბოლომდე დაგიქვეითებთ და ენერგიაც გექნებათ.
ინგრედიენტები:
ფორთოხალი 1 ცალი
კამა 1 ან 2 კონა
წყალი 1 ლიტრი.