თავბრუსხვევა და ყურებში ხმაურის შეგრძნება
B3 და E ვიტამინების, აგრეთვე მანგანუმისა და კალიუმის ნაკლებობის მაჩვენებელია. ასეთი სიმპტომების დროს ნიგოზი, მწვანე ბოსტნეული, ჭარხალი, ბარდა, კვერცხის გული და ციტრუსები უნდა მიიღოთ.
მხედველობის პრობლემები
თუ სიბნელეში
უფერული, მტვრევადი, ნაადრევად გათეთრებული თმა
განპირობებულია B კომპლექსისა და F ვიტამინების, აგრეთვე იოდის დეფიციტით. თმას ჯანმრთელობა და სილამაზე რომ დაუბრუნდეს, საჭიროა, რაციონში რეგულარულად ჩართოთ ამ ვიტამინებით მდიდარი ზღვის პროდუქტები, იოდიზებული (უკეთესია ზღვის) მარილი და ჭამის დროს c ვიტამინი F მიიღოთ.
თმის ცვენა
B ჯგუფისა და c, H ვიტამინების, აგრეთვე ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას უკავშირდება. ფოლიუმის მჟავა დიდი რაოდენობითაა მწვანე ბოსტნეულსა და ღვიძლში. ბევრი ვიტამინია H ნიგოზში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში, ბრინჯსა და ლუდის საფუარში.
სახეზე ფერიმჭამელები და წითელი ლაქები
B და A ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. გააფართოეთ რაციონი. ხშირად ჩართეთ თევზი, ღვიძლი, ნაღების კარაქი, მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, ქიშმიში და სხვა მშრალი ხილი, ლუდის საფუარი.