09 მარტი, 2014
საგაზაფხულო ნიღბები ქალბატონებისთვის
გთავაზობთ საგაზაფხულო ნიღბების რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც აუცილებელია ამ პერიოდში კანის გასაჯანსაღებლად გთავაზობთ საგაზაფხულო ნიღბების რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც აუცილებელია ამ პერიოდში კანის გასაჯანსაღებლად.

ყველა ტიპის კანისთვის

ვაშლი კანს ასუფთავებს, წმენდს, არბილებს და გლუვს ხდის. აიღეთ ორი ცალი საშუალო ზომის ვაშლი, გახეხეთ, დაუმატეთ 1/4 ლიტრი თბილი რძე და ორი სუფრის კოვზი დაფქული შვრია. ნიღაბი სახეზე გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სტაფილოს ნიღაბი კანს ატონიზირებს. მომზადების წესი: ორი ცალი სტაფილო გახეხეთ,
დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი კვერცხის ცილა, აურიეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა სახამებელი. 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი კანისთვის

ლიმონის ნიღაბი ასუფთავებს ფორებს, ათეთრებს და კვებავს კანს. მომზადების წესი: ერთი კვერცხის ცილა და ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია. მიღებული მასა ორ ფენად სქლად წაისვით სახესა და ყელზე და დაახლოებით 20 წუთის მერე ჩაის ღია ნაყენით ჩამოიბანეთ.

კიტრის ნიღაბი აგრილებს, არბილებს და კვებავს სახის კანს, მომზადების წესი: აიღეთ სამი სუფრის კოვზი კიტრის წვენი, იმავე რაოდენობით სპირტი, მომზადებული მასა ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ კი მასში დაასველეთ მარლა ან ხელსახოცი და 15-20 წუთის განმავლობაში დაიდეთ სახეზე.

მშრალი კანისთვის

კარტოფილის ნიღაბი კანს ამშვიდებს, ამკვრივებს და ხავერდოვანს ხდის. მომზადების წესი: სამი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ ერთი მესამედი ლიტრი თბილი რძე, მერე მასას დაუმატეთ კვერცხის ცილა (ერთი ცალი). მიღებული მასა შეათბეთ და მხოლოდ ისე წაისვით სახესა და კისერზე, დაასველეთ მასში ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე ნახევარი საათით, მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ჟოლოს ნიღაბი აცოცხლებს, ავტონიზირებს სახის კანს. მომზადების წესი: 50 გრამი ჟოლოს წვენს დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი რძე, მიღებულ მასაში დაასველეთ ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე 15-20 წუთით. ჯერ ხელსახოცით მოიცილეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS