14 მარტი, 2019
“ბიბლიური დიეტა“: როგორ დაიკლეს ვარსკვლავებმა, წესი 80/20, შიმშილი: როგორ დაიკლეს ვარსკვლავებმა ათობით კილოგრამი
ჰოლი ბერი, ჯესიკა ალბა, ჯენიფერ გარნერი და კიმ კარდაშიანი - ეს ის ვარსკვლავები გახლავთ, რომლებმაც კარგად იციან, როგორ დაიკლონ წონაში სწრაფად. ერთნი უპირატესობას მკაცრ ვეგეტარიანელობას ანიჭებენ, სხვები კი ინტერვალებით შიმშილს.
გაგაცნობთ ყველაზე ეფექტურ ვარსკვლავურ დიეტებს, რომლებიც დაეხმარა მათ ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში.

Крис Пратт

ლოცვა და მარხვა
2019 წლის 9 იანვარს კრის პრატმა განაცხადა, რომ ის 21 დღე ბიბლიაში აღწერილ დიეტას დაიცავდა.
მარხვა არ არის ზედმეტად მკაცრი. დასაშვებია მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნებისა და ნიგვზეულის მირთმევა. სასმელებიდან კი მხოლოდ
წყალი.

კრისი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელიც რწმენას საკვებთან აერთიანებს. თებერვლის დასაწყისში ეშლი გრემიც გამოტყდა, რომ კვირაში ერთი დღე ქმართან ერთად ლოცულობს და იცავს მარხვას:

Rating

„როცა ლოცულობ და მარხვას ინახავ, უფრო მგრძნობიარე ხდები იმისათვის, რომ ღმერთის გესმოდეს“.

მკაცრი ვეგეტარიანელობა
ფეხმძიმობის შემდეგ ბიონსემ რაციონიდან ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტი გამორიცხა და ორი ზომით გახდომა შეძლო.

ბიონსემ განმარტა, რომ კვების ამ სისტემამ თავი ბევრად უკეთ აგრძნობინა, ვიდრე სხვა უამრავმა დიეტამ, რომლებიც მას ოდესმე უცდია.

Бейонсе

„არ არის საჭირო ვეგეტარიანელობა მიიღოთ, როგორც სწრაფად გახდომის საშუალება. ის მხოლოდ ამისთვის არ არის. მოქმედებს თუ არა ხორცზე უარის თქმა გულის ჯანმრთელობაზე? არა, უბრალოდ დარწმუნდით, რომ საჭირო რაოდენობით მცენარეულ ამინომჟავებს იღებთ. ეს მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია“, - განმარტავს დიეტოლოგი, ემი შაპირო.

დიეტოლოგები ყველა ვეგეტარიანელს ურჩევენ, აუცილებლად მიიღონ ვიტამინი B12, რამდენადაც მას მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს. ის აღმოფხვრის ანემიას, ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და გულის მუშაობას.
ჰოლივუდის სხვა ბევრი ვარსკვლავი - ნატალი პორტმანი, ალისია სილვერსტოუნი და ჯენი დევანი ასევე არ მიირთმევენ ხორცსა და რძის პროდუქტებს.

წესი 80/20
პარეტოს კანონი გამოიყენება არა მარტო ცხოვრების წესისთვის, არამედ თქვენი რაციონისთვისაც. მისი ერთგული თაყვანისმცემლები არიან - ოლივია მანი, კელი როულენდი, მირანდა კერი და ჯილიან მაიკლსი. ისინი დროის 80%-ის მანძილზე ჯანსაღ საკვებს იღებენ, დარჩენილ 20%-ს კი „აკრძალულ“ კერძებს უთმობენ.

Rating

„დროის 80%-ის განმავლობაში არ ვიღებ გლუტენს, ვცდილობ თავი შორს დავიჭირო თეთრი შაქრის, თეთრი ფქვილისა და თეთრი მარილისგან. ვცდილობ, არ გადავაჭარბო ალკოჰოლის მიღება. დროის დარჩენილი 20%-ისას კი ვტკბები პიცით, ბურგერითა და ტკბილეულით, შემდეგ ისევ საჭირო რეჟიმს ვუბრუნდები“, - ამბობს კავალარი.

ფანტასტიკური ოთხეული
ჯესიკა ალბა, ჯენიფერ გარნერი, ბიზი ფილიპსი და ემი როსუმი ლოს-ანჯელესელი დიეტოლოგის, კელი ლევეკის რჩევებს ითვალისწინებენ. მათ რაციონში არის ცილები, ცხიმები, უჯრედისი და მწვანილი. ეს სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს და შიმშილს ახშობს.

Rating

ცილები კუნთების ზრდას უწყობს ხელს და აჩქარებს მეტაბოლიზმს, ცხიმები გამშვიდებენ, ისინი სჭირდება კანს, ორგანიზმს კი სხვა მკვებავი ნივთიერებების გათავისებაში ეხმარება.
„თქვენ რომ მხოლოდ ქათამი და ბროკოლი გქონდეთ, მათგან ვერ მიიღებდით E, D, K ან A ვიტამინებს. ამისათვის საჭიროა ცხიმები“, - განმარტავს ნუტრიციოლოგი.

კეტოდიეტა
ჰოლი ბერის, ვანესა ჰადჯენსის, კიმ კარდაშიანისა და სხვა სელებრითების განმარტებებით რომ ვიმსჯელოთ, ამჟამად პოპულარობის პიკზეა კეტოგენური დიეტა.
ეს დაბალნახშირწყლოვანი კვებაა ჯანსაღი ცხიმების უპირატესობით (როგორებიცაა კაკალი, თევზი და ავოკადო) და რაციონში ცილების გარკვეული რაოდენობით. როცა ამ წესით იკვებებით, ორგანიზმი ე.წ. კეტოზის მდგომარეობამდე აღწევს, რის შედეგადაც, ის კეტონური სხეულების წარმოქმნის ხარჯზე წვავს ცხიმებს.

ამავდროულად, დიეტას ახლავს გვერდითი მოვლენები - უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, კეტო-გრიპი, ზოგიერთი ქალი იმაშიც გამოტყდა, რომ დიეტამ ინტიმური ზონის სუნზეც იმოქმედა.

ამ დიეტის წყალობით, ფოტომოდელმა ჯენა ჯეიმსონმა 36 კგ დაიკლო, ტელეშოუს „დედა ჯუნი“ ვარსკვლავმა კი - 12 კგ. 2 წლის წინ ეს დიეტა სცადა კორტნი კარდაშიანმაც, როცა ექიმმა მას სისხლში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და ტყვია აღმოუჩინა - ასევე მოიკლო რამდენიმე სმ.

Кристин Каваллари

კეტოდიეტის ყველაზე აქტიური თაყვანისმცემელი და პროპაგანდისტი ჰოლი ბერი გახლავთ. მსახიობი, რომელსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვს, სახლში კვების ამ მოდური სისტემის მიხედვით ბევრ კერძს ამზადებს:

„მე არ მივირთმევ მაკარონს და არაფერს, რაც შაქარს შეიცავს. მიყვარს ხორცი, ქათამი, ძროხის ხორცი და ბევრი ბოსტნეული. ვჭამ ჯანსაღ ცხიმებს: ავოკადო, კაკალი და ქოქოსის ზეთი. თქვენ ასწავლით ორგანიზმს ცხიმების წვას, ის ამას ეჩვევა და შემდეგ მუდმივად ცხიმების წვის რეჟიმშია - ამაშია საიდუმლოც“, - ჰყვება ის.

„ვერ ვიტან სიტყვა „დიეტას“. კეტო - კვების ძალიან დაბალნახშირწყლოვანი გეგმაა, რომელიც თქვენს სხეულს რეალურად აიძულებს ცხიმების წვას. ასევე ვფიქრობ, რომ ის აფერხებს სიბერის პროცესს. იკლებთ წონაში, აკონტროლებთ მადას, მეტად ენერგიული ხართ და გიუმჯობესდებათ ტვინის მუშაობის მდგომარეობა. თუ თქვენც ჩემსავით ხართ, მაშინ შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტიც შეცვალოთ, ფიზიკურად გახდებით მეტად ამტანი, გაგიუმჯობესდებათ კანი, გექნებათ ნაკლები გამონაყარი, თუ ეს პრობლემაც გაწუხებთ. კეტო დაგეხმარებათ შაკიკის კონტროლშიც. ამიტომ, მოგიწოდეთ, უთხრათ დიახ „კეტოს“, მიეცით მას შანსი.. დასაკარგი რა გაქვთ?“ - წერს ჰოლი ბერი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

Rating

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ დიეტას უკუჩვენება ახლავს სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე ადამიანებში. როგორც წესი, მათი ღვიძლი, პანკრეასი და თირკმლები ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ დამატებითი ცხიმები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე.

ფილმში „Tomb Raider: ლარა კროფტი“ მთავარი როლის შესრულებისთვის ალისია ვიკანდერს კუნთოვანი მასა რომ მოემატებინა, კეტოდიეტა დაიცვა. მსახიობი მიირთმევდა თევზს, ზღვისპროდუქტებს, ავოკადოს, ქოქოსის ზეთს. მის რაციონში იყო ბოსტნეულიც, მაგრამ მსახიობი დღეში 25 გ. ნახშირწყლებზე მეტს არ იღებდა.

შოუში „რეიჩელ რეი“ ვანესა ჰადჯენსმა ისაუბრა, თუ როგორ მისცა თავს მოტივაცია ინტენსიური ვარჯიშისთვის:
„არავითარი ნახშირწყლები. არავითარი რძის პროდუქტები. არა რაფინირებულ შაქარს. ვჭამდი პროდუქტებს ცხიმებისა და ცილების მაღალი შემცველობით. ვფიქრობ, შეცდომაში შეგვიყვანეს იმით, რომ ცხიმი მავნებელია, სინამდვილეში, მისი წყალობით, თავს უფრო დიდხანს გრძნობთ დანაყრებულად. თქვენს სხეულს კი მისი წვა და საწვავის სახით გამოყენება შეუძლია“.
კეტოდიეტა ადრიანა ლიმას „ანგელოზური“ ფორმების შენარჩუნებაში ეხმარება. ამ ტიპის კვებას მოდელი დახმარების სახით იყენებდა Victoria's Secret-ის ჩვენებებისთვის მზადებისას.

შიმშილი ინტერვალებით (ფასტინგი)
ბრუკ ბერკმა, კეიტ უოლშმა, მოლი სიმსმა, ჰიუ ჯეკმანმა და ჯასტინ ტერუმ წონაში წარმატებით დაიკლეს ინტერვალებით შიმშილის წყალობით. ყველაზე პოპულარული ვერსიის (16:8) შესაბამისად, შესაძლებელია 8 საათის განმავლობაში კვება, დარჩენილ 16 საათს კი უნდა იშიმშილოთ. მსგავსი კვება სხეულს ცხიმების წვას აიძულებს. მეთოდით 5:2 დასაშვებია კალორიების მიღება ძალიან შეზღუდული რაოდენობით კვირაში 5 დღე, შემდეგი ორი დღე კი შეგიძლიათ მიირთვათ სურვილისამებრ.
ექსპერტები განმარტავენ, რომ ემოციურად ეს დიეტა ბევრად მარტივია, ვიდრე აბსოლუტური შიმშილი ან მაგ: განტვირთვის დღეები სმუზებით (ხილითა და იოგურტით დამზადებული სქელი სასმელი). ასევე, არავითარი პროდუქტის აკრძალვა საჭირო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დესერტების, შემწვარი და გამომცხვარი კერძების რაციონიდან გამორიცხვა არ მოგიწევთ.

Ванесса Хадженс

ისე, როგორც ნებისმიერ დიეტას ფასტინგსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები. როგორც დიეტოლოგი, კერი გლასმანი ამბობს, ასეთი სისტემა ყველასთვის არ არის ხელსაყრელი. ვისაც აწუხებს გასტრიტი, ნაღვლის ბუშტი, თირკმლები, ასევე ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის ეს დიეტა რეკომენდებული არ არის.

სპეციალისტები კვების საკითხში ასევე გვაფრთხილებენ, რომ ზოგიერთი დიეტა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. ცოტა ხნის წინ, საშიში და მაქსიმალურად მავნე კვების სახეობათა სიაც შეადგინეს. მათ შორის აღმოჩნდა დიეტა მარილის გარეშე, დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით, მონოდიეტისა და დუკანის სისტემის ნებისმიერი სახეობა.

სწორი კვება დაბალანსებული უნდა იყოს, მხოლოდ ცილოვანი პროდუქტების რეგულარული მიღება უარყოფითად აისახება თირკმლების ფუნქციონირებაზე და გაზრდის შარდკენჭოვანი დაავადების რისკს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS