08 მარტი, 2014
ყავის სასწაულმოქმედი თვისებები - ნაოჭების და ცელულიტის წინააღმდეგ
ყავა ცელულიტის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მას ბევრი ვარსკვლავი იყენებს თავისი განსაკუთრებული არომატისა და თვისებების გამო ყავა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყავას უამრავი კოსმეტიკური თვისება გააჩნია და მისი ამ მხრივ გამოყენებაც შეიძლება.
რა სიკეთე მოაქვს ყავას კანისთვის?


გამაახლებელი

კანის გასახალისებლად მარტივი მეთოდი არსებობს: მოადუღეთ მაგარი ყავა, ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში. გაყინული ყავის ნატეხებით დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი და გულ-მკერდის მიდამო. ყავის სასიამოვნო არომატთან ერთად სიმხნევესაც მაშინვე იგრძნობთ და
კარგი განწყობა დიდხანს გაგყვებათ.

მატონიზებელი

ყოველდღიურად წყლით პირის დაბანის ნაცვლად სახე და ყელი ახალმოდუღებულ ყავაში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ. ეს ლოსიონი საუკეთესო საშუალებაა მოდუნებული და მობერებული კანისთვის. სხვათა შორის, ყავა კანს უფრო მუქ ელფერსაც მიანიჭებს.

ნიღაბი ნაოჭებისთვის

1 სუფრის კოვზი ჭვავის ფქვილი გახსენით ადუღებულ გრილ ყავაში არაჟნის კონსისტენციამდე, დაამატეთ ერთი კვერცხის გული, აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ცელულიტის წინააღმდეგ

ყავა ცელულიტის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მას ბევრი ვარსკვლავი იყენებს. ყავის ოდნავ შემთბარი ნაყენი ხელის გულებით შეიზილეთ პრობლემურ ზონებში. მჭიდროდ შემოიხვიეთ პოლიეთილენი. 15-20 წუთის შემდეგ პოლიეთილენი მოიხსენით და შხაპი მიიღეთ. მეტი ეფექტისთვის პროცედურის ბოლოს მასაჟორი გამოიყენეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ.

გამწმენდიტონიკები პილინგისთვის

კანის გასაწმენდად შეგიძლიათ შინაური რეცეპტი გამოიყენოთ, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ყავაა. ის არა მარტო მკვდარ უჯრედებს აშორებს, არამედ გაწმენდილ კანს არბილებს კიდეც.

მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის

2 სუფრის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაფქული ყავა. სულ ეს არის! ამგვარი გაწმენდის შემდეგ კანი გლუვი და ნაზი გახდება.
აქვე კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ნებისმიერი კანისთვის გამოდგება.
აიღეთ მცირე რაოდენობით ჩაშაქრებული თაფლი, რაც უფრო მსხვილი გრანულები იქნება, მით უკეთესი და შეურიეთ ასევე მცირე რაოდენობით დაფქული ყავა. გაითვალისწინეთ, რომ 1 ჩაის კოვზ თაფლზე 0,5 ჩაის კოვზი დაფქული ყავა დაგჭირდებათ. ამ გამწმენდი საშუალების გამოყენება სახისთვისაც შეიძლება და ტანისთვისაც. კანი ნაზი და ხავერდოვანი გახდება.

ყავა _ საღებავი

ყავას შეუძლია თმას დაკარგული ფერი და ბზინვარება დაუბრუნოს. ამისთვის ორი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი რომი და ორი სუფრის კოვზი თბილი წყალი კარგად ათქვიფეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული ყავა და ამდენივე ზეთი. წაისვით თმაზე, გაიჩერეთ ხუთი წუთი და ჩამოიბანეთ.

ვარსკვლავური რჩევა

თუ თმის ფერის გაუმჯობესება სასწრაფოდ დაგჭირდათ, ამაში ცნობილი ვარსკვლავის ჯენიფერ ლავ ჰიუიტის რჩევა დაგეხმარებათ:
მოადუღეთ უშაქრო, მაგარი ნატურალური ყავა, გააგრილეთ, პულვილიზატორით მთელ თმაზე მოისხურეთ და თმა კარგად დაივარცხნეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. თმას ბზინვარება დაუბრუნდება და ფერიც უფრო მკვეთრი და გაჯერებული ექნება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
რა კარგი თვისებები ქონია ყავას და ჩვენ არ ვიცოდით
13:35 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რამდენი კარგი თვისება ქონია
13:29 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS