10 მარტი, 2019
დაემშვიდობეთ სისხლის ცუდ მიმოქცევას 20 წუთში
ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგად, დღესდღეობით უამრავი ადამიანი იტანჯება სისხლის ცუდი მიმოქცევისგან. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ადამიანი თავისუფალ დროს ძირითადად კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ ატარებს, არ არის გასაკვირი, რომ სისხლის ცუდი მიმოქცევა თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ პრობლემად იქცა, რასაც თავის მხრივ, უამრავ სერიოზულ დაავადებამდე მივყავართ.

გარდა ცხოვრების მჯდომარე სტილისა, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას არასწორი კვება განაპირობებს. ჩვენი ორგანიზმი საჭიროებს სწორ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას იმისათვის, რომ მან გამართულად, შეუფერხებლად იმუშაოს.

გარდა იმისა, რომ სისხლის ცუდი მიმოქცევის
დროს ქსოვილები ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, ჩვენი სისხლი ბინძურდება ცხიმებითა და ქოლესტერინით.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა მარტივადაა შესაძლებელი. ამისათვის თქვენ მხოლოდ 20 წუთი დაგჭირდებათ.

ვარჯიშები, რომელთაც დღეს შემოგთავაზებთ, წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ თქვენ ამ ვარჯიშების შესრულების პარალელურად დაიცავთ სწორ კვებას, ხანმოკლე დროში შეძლებთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის რამდენჯერმე გაუმჯობესებას.

1. გაწელვა

ექსპერტების მტკიცებით, თითოეული ადამიანის დღე გაწელვით უნდა იწყებოდეს. სხეულის გასაწელი უმარტივესი ვარჯიშების შესასრულებლად თქვენ მხოლოდ ორიოდე წუთი დაგჭირდებათ.

2. გაჭიმვა

დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, წამოიწიეთ თითის წვერებზე, აწიეთ ხელები ზემოთ და გაიჭიმეთ. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 2-3 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ სხეულის გასაჭიმი ეს ვარჯიში 10-ჯერ.

3. ფეხების ტრიალი

ეს ვარჯიში წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. დაჯექით სკამზე და ატრიალეთ ფეხები საათის ისრის მიმართულებით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ თითოეული ფეხისთვის. გარდა იმისა, რომ ეს უმარტივესი ვარჯიში გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, ის ასევე ტონუსში მოიყვანს თქვენი ფეხების კუნთებს.

4. აზიდვები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS