06 მარტი, 2019
მსოფლიოში მეორე ფაქტი: ბრიტანელი მამაკაცი შიდსისაგან განიკურნა
ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც შიდსის ვირუსი ჰქონდა, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განიკურნა. ექიმების განცხადების მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა პაციენტის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდით განკურნების მე-2 შემთხვევაა.

ჯერჯერობით პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა, ცნობილია, რომ მას დაავადების ბოლო სტადია აღენიშნებოდა და მისი მკურნალობის პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Rating

ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, შიდსისგან განკურნების პირველი შემთხვევა 12 წლის წინ გერმანიაში მოხდა, როდესაც აშშ-ის მოქალაქეს, ტიმოთი ბრაუნს, იმავე მეთოდით უმკურნალეს. აქედან მეცნიერებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა შიდსთან
ბრძოლის ეფექტური მეთოდია.

ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელიც 12 წლის წინ განიკურნა შიდსისგან

Rating

აქამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა სხვა მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა, ზოგიერთი შემთხვევა კი პაციენტის გარდაცვალებითაც დასრულდა. ექიმები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პაციენტების შიდსისგან სრულ განკურნებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, აღნიშნულმა შედეგებმა შესაძლოა, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნას შეუწყოს ხელი.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას შიდსი წარმოადგენს და მისგან განკურნების მეთოდის აღმოჩენა დაავადებულ 37 მილიონ ადამიანს ცხოვრებას გაუადვილებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS