05 მარტი, 2019
თინა კანდელაკის 21-დღიანი დიეტა, რომელიც საოცარ ფორმებს შეგძენთ
თინა კანდელაკი პოპულარული ქართველი ჟურნალისტია, რომელსაც წლებია, რუსეთში წარმატებული კარიერა აქვს. 

თინა კანდელაკის სატელევიზიო საქმიანობა საქართველოში დაიწყო, პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში მან შალვა რამიშვილის დახმარებით გადადგა, შემდეგ კი საცხოვრებლად მეზობელ ქვეყანაში გადავიდა და მისი დიდებაც აქედან დაიწყო. 

თინა არამხოლოდ პოპულარული ტელეწამყვანია, ის რუსეთის ხელისუფლების გავლენიან პირებთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთანაც მეგობრობს. 

კანდელაკი ჟურნალისტური საქმიანობის გარდა ბიზნესითაც არის დაკავებული. მას რესტორანი "თინათინი" აქვს, სა
დაც სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლდება.

Rating

თინა წლებია, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება და ყველაფერს აკეთებს ასაკის დასამარცხებლად. 

ის დიდ დროს უთმობს სახისა და დეკოლტეს მოვლას, რასაც მისი ინსტაგრამიც მოწმობს. შედეგი აშკარაა, 40 წელს გადაცილებული კანდელაკი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. 

Rating
Rating

თინა პერიოდულად ცდილობს ჯანსაღი ცხოვრებით სხვა ადამიანებიც დააინტერესოს. სოციალურ ქსელში მან გამოაქვეყნა 21-დღიანი პროგრამა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანებს წონის კლებაში ეხმარება. 

თინა ახლა თავადაც ამ დიეტის მიხედვით იკვებება. ჟურნალისტის ე.წ. ზიგ-ზაგ დიეტის რეკომენდაციები ასეთია: 

"მე მოვიფიქრე ახალი პრგრამა, რომელიც ცხიმოვანი მსასის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებაა. ეს კომპლექსური "მკურნალობა" საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმისთვის საჭირო რეზულტატი მივიღოთ, შევამციროთ ცხიმოვანი მასა და შევინარჩუნოთ კუნთოვანი სხეული. 

Rating

პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ყველა კომპონენტი საკმარისი ძილი, ფიზიკური აქტივობა, დიეტა და სწორი დიაგნოსტიკა. 

ეს არის ზიგზაგ დიეტა და ის ასე უნდა გააკეთოთ. პირველი სამი დღის მანძილზე მე ვჭამ დღეში ოთხჯერ და ჩემი დღიური რაციონი შეადგენს, ჩემი სხეულისთვის საჭირო კალორაჟზე 200 კალორიით ნაკლებ კალორიას. 

ენერგეტიკული ღირებულება ასე უნდა გადანაწილდეს: ცილები 70 %, ნახშირწყლები 10 % და ცხიმი 20 %. 

Rating

ეს დიეტის მეშვეობით თქვენ არ დაგერღვევათ ნივთიერებათა ცვლა. 
ყოველ მეოთხე დღეს, გააძლიერეთ ფიზიკური აქტივობა, ეს აძლიერებს ნივთიერებათ ცვლას, ასუსტებს ცხიმოვან ქსოვილებს. 

მეოთხე დღის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები კალორაჟის მქონე საკვები უნდა მიიღოთ და რაც მტავარია დღე-ღამის მანძილზე 8 საათი უნდა გეძინოთ", - წერს კანდელაკი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
in
ეს მართლა მისაბაძი სელებრითი გვყავს მოსკოვებში- ჯერ აქ შალიკოსთანა თაღლითის ნაშოჩკა იყო,ახლა იქ ამის ბანდიტ საყვარლებს იჭერენ წარამარა, რუსული სამართალიც კი რეციდივისტებად რომ თვლის,ისეთებს. კიდევ მოგვიყევით მსგავსი 'წარმატებული' თანამემამულეების შესახებ,აბა,ჰე!
23:55 / 05-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS