08 მარტი, 2014
ვარჯიში ბრტყელი მუცლისთვის
თუ ნებისყოფას გამოიჩენთ და მარტივ ვარჯიშებს ყოველდღიურად შეასრულებთ, მუცელზე ქონი არასოდეს დაგედებათ მოხდენილი გარეგნობისთვის ბრტყელი მუცელი მთავარი ატრიბუტია, რაც არცთუ ადვილი მისაღწევია, მაგრამ თუ ნებისყოფას გამოიჩენთ და მარტივ ვარჯიშებს ყოველდღიურად შეასრულებთ, მუცელზე ქონი არასოდეს დაგედებათ.

იატაკზე ზურგით დაწექით. ტანი და ფეხები ერთდროულად ასწიეთ ისე, რომ 45 გრადუსიანი კუთხე წარმოიქმნას. ხელები წინ წაიღეთ. ასეთ პოზაში 1 წუთი დარჩით. შემდეგ საწყისი მდგომარეობა მიიღეთ და ვარჯიში ხუთჯერ გაიმეორეთ.

იატაკზე ზურგზე დაწექით, ფეხები მოხარეთ. ხელები კეფის ქვეშ შეაერთეთ, ნიკაპი
მკერდისკენ დახარეთ, ტანი ნელა ასწიეთ ზევით იქამდე, სანამ მუცლის კუნთების დაჭიმვას არ იგრძნობთ. ასეთ პოზაში 1 წუთი დარჩით. ვარჯიში ხუთჯერ გაიმეორეთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS