მერიემ უზერლი
„დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი ბუნებამ ლამაზი თმით, დიდი თვალებითა და სავსე ტუჩებით დააჯილდოვა. სხვა დანარჩენზე კი სწორად ცხოვრების წესი და კარგი მაკიაჟია პასუხისმგებელი. სერიალში როლისთვის მერიემს წონაში 10 კგ-ის მომატება მოუხდა, ამიტომ გადაღებების დასრულების შემდეგ, მსახიობი აქტიურად დაკავდა სპორტით და სწორი ცხოვრების წესის თაყვანისმცემელი გახდა.
რაც შეეხება მერიემის მაკიაჟის საიდუმლოს - აუცილებლად გამოიყენებს ტუშს, გამოკვეთილი ისრებისთვის კი ხანდახან შავ ფანქარსაც იყენებს. როგორც ხვდებით, მსახიობის მაკიაჟში მთავარი კოზირი - გამოკვეთილი თვალებია, რაც შეეხება სხვა დანარჩენს - მსუბუქ რუმიანასა და გამჭვირვალე პომადას იყენებს.
დემეთ ოზდემირი
მშვენიერი დემეთი თაყვანისმცემლებს სერიალიდან „მარწყვის სურნელი“ დაამახსოვრდა. მისი სადა მომხიბვლელობის საიდუმლო - ნაზ, გამჭვირვალე ტუჩსაცხში და საყვარელ კოსმეტიკურ საშუალებებშია. თავის მოვლაში დემეთი ძალიან კატეგორიულია და აღიარებს, რომ მხოლოდ საუკეთესო ბრენდების კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს. სილამაზის მთავარ რიტუალად კი ყოველკვირეულ სახის წმენდასა და დიჯითალ-დეტოქსს ასახელებს. განაგრძეთ კითხვა: