გადავწყვიტე, ჯანსაღი საუზმით დავიწყო.
ქინოა ვაშლითა და დარიჩინით
სასარგებლო და გემრიელი
2 ულუფა
საჭირო ინგრედიენტები:
ქინოა (მოხარშული) – 4 ს/კ
ვაშლის მოზრდილი ნაყოფის ½
კედრის კაკალი (ფიჭვის თესლი) – 1 ს/კ
ნეკერჩხლის ვაჟინი (სიროფი) – 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ/კ
ნუშის რძე – 1 ს/კ
დარიჩინი – ½ ჩ/კ
მომზადების წესი:
ქინოა მარილიან წყალში დაახლოებით
როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, მოასხით ზეითუნის ზეთი, ნეკერჩხლის ვაჟინი, მოაყარეთ დარიჩინი და კედრის კაკალი. შემდეგ კარგად მოურიეთ და მიირთვით თბილი.
ქინოა – სასარგებლო და უებარი
ჩემ მიერ შემოთავაზებული პირველი კერძის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ქინოა. ამ ბევრისთვის უცნობი, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროდუქტის შეძენა ჩვენს ბაზარზე უკვე შესაძლებელია.
რისთვისაა სასარგებლო ქინოა:
არ შეიცავს გლუტეინს;
მდიდარია მცენარეული ცილებით;
მდიდარია ანტიოქსიდანტებით;
შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს;
მდიდარია რკინით, კალციუმით, ფოსფორით.
რაც შეეხება ქინოას გარეგნულ მახასიათებლებს: მას ორი ფერის მარცვალი აქვს – თეთრი და წითელი. მოცემული კერძის მოსამზადებლად შეიძინეთ თეთრი მარცვლები.
ნეკერჩხლის ვაჟინი
შემდეგი პროდუქტი, რომელიც მოცემული კერძის მოსამზადებლადაა საჭირო, გახლავთ ნეკერჩხლის ვაჟინი.
ნეკერჩხლის ვაჟინი ცნობილია, როგორც რაფინირებული შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა. იგი 15-ჯერ უფრო მდიდარია კალციუმით, ვიდრე თაფლი; სასარგებლოა გულისთვის და მამაკაცის რეპროდუქტიულობის ასამაღლებლად. ნეკერჩხლის ვაჟინი მდიდარია მაგნიუმითა და თუთიით.
აღნიშნული პროდუქტი ორგვარი შეფერილობისაა – ღია და მუქი. ფაფის მოსამზადებლად გამოიყენეთ ღია შეფერილობის ნეკერჩხლის ვაჟინი.
კედრის კაკალი
კედრის კაკალი ასევე ჩემ მიერ დღეს შემოთავაზებული რეცეპტის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია.
ეს პროდუქტი:
მდიდარია k ვიტამინით;
მდიდარია მაგნიუმით;
მდიდარია კალიუმით;
ამცირებს წნევას;
აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას.