07 თებერვალი, 2019
რა ჩივილები ახასიათებს ნაღვლის ბუშტის შეტევას და როგორ ავირიდოთ თავიდან დაავადება
თანამედროვე ეპოქაში დაავადებების რიცხვი და სხვადასხვა პათოლოგია გაიზარდა, თუმცა, მედიცინის განვითარება პაციენტის დროულ გამოჯანმრთელებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს. დროული დიაგნოსტირების საშუალებით, ნებისმიერი დაავადების დამარცხება შესაძლებელია. უფრო დეტალურად ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" ექიმი ლელა ლაშხი გვესაუბრება.

- ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა ემყარება გამოსაკვლევი ქსოვილების აკუსტიკურ თავისებურებათა განსხვავებას. სწორედ ეს განსხვავება გვაძლევს საშუალებას, ეკრანზე საკვლევი ორგანოების გამოსახულება მივიღოთ. ტრანსდუსერი, რომელსაც ადამიანს სხეულის განსაზღვრულ ადგილზე ათავსებენ, გამოსცემს ულტრაბგერას. ეს არის მაღალი სიხშირის ბგერა, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ულტრაბგერა
ვრცელდება ქსოვილებში, მათი განსხვავებული აკუსტიკური თვისებების გამო სხვადასხვაგვარად აირეკლება და ექოს სახით უკან ბრუნდება. არეკლილი ულტრაბგერა აღიქმება ტრანსდუსერის მიერ და ეკრანზე ფიქსირდება მნათი წერტილების სახით.

- რომელი ორგანოების გამოსაკვლევად იყენებენ და რა დაავადებების დიაგნოსტირება ხდება ულტრაბგერითი კვლევით?

- ულტრაბგერითი კვლევის უპირატესობა არის სწრაფი დიაგნოზირება, ხელმისაწვდომი ფასი და კვლევის უვნებლობა; ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია გამოვიკვლიოთ პრაქტიკულად მთელი სხეულის, როგორც პარენქიმული ორგანოები ასევე რბილი ქსოვილები რეალურ დროში, დავადგინოთ მათი პათოლოგიები, როგორიც არის: ფარისებრი ჯირკვალი, ძუძუ, გული, ღვიძლი, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი, საკვერცეები, სათესლე ჯირკვლები, საშვილოსნო და სხვა; აგრეთვე ულტრაბგერით ხდება სახსრების, კუნთების და იოგების სტრუქტურის განსაზღვრა. აღნიშნული კვლევის მეთოდი რუტინულად გამოიყენება ორსულობის დროს ნაყოფის ზრდა-განვითარების დინამიური დაკვირვებისთვის.

- ყველაზე ხშირად რომელი გამოკვლევისთვის მოგმართავენ პაციენტები და რა შემთხვევაშია აუცილებელი ულტრაბგერითი კვლევა?

- სტატისტიკურად ჩვენ კლინიკაში, პატიენტების ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა მოდის სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერით სკანირებაზე. დღეისათვის ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო მეთოდია სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტირებისათვის.
ულტრაბგერითი კლევით, შეგვიძლია, დავადგინოთ ნაღვლის ბუშტის ლოკალიზაცია, ფორმა, ზომა, მისი ფუნქციონალური მდგომარეობა. ნაღვლის ბუშტის ანომალიები და პათოლოგიები, როგორიცაა - მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის ბუშტის სიმსივნური დაავადებები და სხვ.


- რა ჩივილები ახასიათებს ნაღველკენჭოვან დაავადებებს და როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, ესაჭიროება თუ არა ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება?

- ძირითადი ჩივილი, რაც აწუხებთ პაციენტებს, არის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელსაც უკავშურებს საკვების მიღებას.

ულტრაბგერით კვლევას უკუჩვენება არ გააჩნია, რის გამოც შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ ნებისმიერ პაციენტთან შემდეგი მანიპულაციები:

ნაღვლის ბუშტის ადრე არსებული დაავადებების დინამიური დაკვირვება.
ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის შეფასება.
სანაღვლე გზების ობსტრუქციის გამოსარიცხად მუცლის ტკივილისა და სიყვითლის დროს.
სტაციონარული მეთვალყურეობა პაციენტებზე ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს.

Rating

- ყოველთვის ავლენს თუ არა ექოსკოპიური კვლევა ნაღვლის ბუშტის კენჭს? ის თუ არის შესაძლებელი, კენჭის არარსებობისას ცრუ დადებითი დასკვნა მივიღოთ?

- ექოსკოპია საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ნაღვლის ბუშტის კენჭების ანუ კონკრემენტების აღმოსაჩენად. შედარებით რთულია ქოლედოქოლითიაზის - ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის არსებობის - ექოსკოპიური დიაგნოსტიკა. თანამედროვე აპარატურის წყალობით, ნაღვლის ბუშტის კონკრემენტების ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ზუსტი უნდა იყოს. კენჭის არარსებობისას მისი არსებობის ილუზია შესაძლოა შექმნას ნაღვლის ბუშტში არსებულმა საგოზავისებრმა მასამ, თუმცა, ის, კენჭისგან განსხვავებით, არ გვაძლევს აკუსტიკურ ჩრდილს, ამიტომ ამ შემთხვევაში კონკრემენტის არსებობის მცდარი დიაგნოზი არ უნდა დაისვას. ძალიან იშვიათად კენჭი შესაძლოა შეცდომით დადგინდეს ნაღვლის ბუშტის კედლის კალცინატების არსებობისას ან არტერიის კედლის კალციფიკაციისას, ვინაიდან აკუსტიკური ჩრდილი ამ დროსაც მიიღება, თუმცა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია.

ჩვენ კლინიკაში ვმუშაობთ TOSHIBA ფირმის უახლესი მოდელით APLIO 500, რომელსაც ჩვეულებრივი ულტრაბგერითი რეჟიმების გარდა, აქვს დამატებითი Fly thru რეჟიმი. ამ რეჟიმის მეშვეობით კი, ხდება ადამიანის სისხლძარღვებსა და ღრუ ორგანოებში (ნაღვლის და შარდის ბუშტი), 4 D რეჟიმში, გადამწოდით შეღწევა და მათი კედლებისა და ღრუს შიგთავსის დათვალიერება. მისი მეშვეობით ხდება დიფერენცირება პოლიპისა და ათეროსკლეროზულ ფოლაქსა და წარმონაქმნს შორის, რაც ზუსტ დიაგნოსტირებაში გვეხმარება.


- საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ექოსკოპიური კვლევისთვის?

- რა თქმა უნდა, აუცილებელია რათა სრულფასოვნად მოხდეს ნაღვლის ბუშტის შეფასება. საკვების მიღების შემდეგ ბუშტი იცლება და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სრულფასოვანი კვლევის ჩატარება.


- წელიწადში რამდენჯერ გაუწევდით რეკომენდაციას მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიულ კვლევას?

- პრევენციის მიზნით, აუცილებელია წელიწადში ერთხელ სრული ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება, რათა მოხდეს დაავადებათა ნაადრევი პრევენცია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ოლი
ფული ფული ჯიბეში ბევრი....შედეგი ნოლი
15:35 / 21-12-2020
გამოხმაურება / 0 /
მაია
ვერაფერი რჩევა ვერ გავიგე,მგონი უფრო რეკლამა იყო
01:31 / 18-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS