რა სიმპტომები ახასიათებს წითელას და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან, ამის შესახებ „რეიტინგს“ პედიატრი თემურ მიქელაძე ესაუბრა.
- ბატონო თემურ, ბოლო დროს წითელას შემთხვევები ძალიან გახშირდა, ეს სეზონის დამსახურებაა თუ რითი არის გამოწვეული?
- წითელას სეზონი ფაქტიურად არ არსებობს, რადგან სულ არის წითელას სეზონი, თუმცა, უფრო ხშირად ვითარდება ზამთრის ან გაზაფხულის პერიოდში.
ამ დროს ადამიანებს უფრო ხშირი
დაავადებულთა 60% ძირითადად 20-60 წლამდე ასაკის პაციენტები არიან.
- ვინ არის წითელას რისკ-ჯგუფში?
- რისკ-ჯგუფში შედის ყველა, ვისაც არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია. ასეთ ადამიანს წამიერი კონტაქტის დროსაც გადაედება წითელა პაციენტისგან.
- რა ასაკში უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია?
- თუ დედა აცრილია, ბავშვს მისგან მოჰყვება იმუნიტეტი, რომელიც წითელას ვირუსს ებრძვის. როცა პატარა 1 წლის გახდება, მას უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია წითელაზე, წითურაზე და ყბაყურაზე. ასევე, განმეორებითი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს 5 წლის ასაკში.
წითელა უკურნებელი დაავადებაა, ლეტალობა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე იმ გრიპის ვირუსს, რაც ახლა გვქონდა.
- რა სიმპტომები აქვს წითელას?
- პირველი ნიშანია მაღალი ცხელება, დაღლილობა, სახსრების ტკივილი. წითელას და გრიპს ერთნაირი ნიშნები აქვს. ასევე, წითელა როცა გადაედება ადამიანს, პირველ რიგში, უჩნდება ლაქები ლოყის შიგნით, საჭრელი კბილების დონეზე.
შემდეგ იწყება გამონაყარი ყურებთან, სახეზე და ა.შ. ეტაპობრივად ვითარდება. მძიმე პაციენტი დროულად უნდა მოხვდეს კლინიკაში, მან დიდი რაოდენობით სითხეები უნდა მიიღოს და მაქსიმალურად იზოლირებული იყოს საზოგადოებისგან.
უნდა დავიცვათ ასევე პირადი ჰიგიენაც, მაგრამ თუ პაციენტი არ არის აცრილი, მას დაავადებულთან წამიერი შეხებისასაც გადაედება და ვერანაირი ჰიგიენური ნორმების დაცვა ვერ უშველის.