04 მარტი, 2014
სექსი - თავის ტკივილისა და დეპრესიის წამალი
სქესობრივი აქტის დროს შეიძლება მოიხსნას დაძაბულობა სისხლძარღვებში, რაც ხელს უშლის სისხლის თავისუფალ ცირკულაციას სტატისტიკის თანახმად, დედამიწაზე მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან 400 მილიონი ადამიანი დღეს სექსით იყო დაკავებული, ანუ ყოველი მეჩვიდმეტე. ამ მომენტში კი, სანამ ამ სტატიას კითხულობთ, დაახლოებით 4000 ადამიანი ''მიეცემა ვნებას''.

• თურმე, ყოველდღე ადამიანებს დაახლოებით ას მილიონი სქესობრივი აქტი აქვთ.

• საშუალოდ, 12-დან 19 წლამდე ასაკის ბიჭები სექსზე საშუალოდ წუთში ხუთჯერ ფიქრობენ. მერე კი, როგორც ჩანს, სხვა ინტერესები უჩნდებათ.

• ვერ იტანთ სპორტულ დარბაზებს? მაშინ შესანიშნავი
ალტერნატივა არსებობს. თურმე, საშუალოდ, აქტიური სექსის დროს ორასამდე კალორია იწვება. ყოველ შემთხვევაში, იმ კალორიების ნაწილს მაინც დაწვავთ, რომელიც რომანტიკული ვახშმის დროს მიიღეთ. ანუ სექსი არა მხოლოდ სასიამოვნო, სასარგებლოც არის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავისი სხეულის სილამაზეზე ზრუნავს. თვით სექსიც, როგორც აღიარებენ, შესანიშნავი ფიტნესია.

• სექსს ნამდვილად შესძლებია თავის ტკივილების შემცირება. სქესობრივი აქტის დროს შეიძლება მოიხსნას დაძაბულობა სისხლძარღვებში, რაც ხელს უშლის სისხლის თავისუფალ ცირკულაციას. გარდა ამისა, სექსის დროს გამოიყოფა ჰორმონი ოკსიტოცინი, რომელიც შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელია. ასე რომ, განცხადება ''თავი მტკივა'', სულაც არ არის საბაბი სექსზე უარის სათქმელად.

• სექსი სასარგებლოა, ოღონდ, რასაკვირველია, ზომიერად. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყოველწლიურად დაახლოებით თერთმეტი ათასი ამერიკელი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებს უჩვეულო პოზებით ექსპერიმენტირებისას.

• ბევრ ქვეყანაში სექსს უწერენ ''წამლად'' მსუბუქი დეპრესიებისას. სექსის დროს ხომ ადამიანის სისხლძარღვოვან სისტემაში გამოიყოფა ენდორფინები, ე.წ. ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც მსუბუქ ეიფორიას იწვევენ. გარდა ამისა, სისხლში ენდორფინების საკმარისი შემცველობა მის იმუნიტეტსაც დიდად წაადგება.

• პრეზერვატივის გარეშე სექსი გაცილებით უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ოღონდაც, მხოლოდ ''სანდო'' პარტნიორთან. სასქესო ორგანოების კონტაქტის დროს ჰორმონების გაცვლა ხდებათ, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს ორივე პარტნიორის ორგანიზმზე.

• მეცნიერები ამბობენ, რომ 45 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც კვირაში ერთხელ მაინც აქვთ სექსი, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ. ]

სპეციალურად საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნიკა
გეტყობათ სექსი არ გაქვთ საერთოდ და ძალიან გაბოროტებული ხართ მაგ მხრივ.მართლაც რომ თქვენ არ იცით სექსი რა არი ეს ერთერთი წამალია თავი განიტვირთო.და ვინც იძახის რომ ეს ესე არაა ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ თვითონ არ განიცადა ეს გრძნობა და რათქმაუნდა არც ეცოდინება სექსირა არი და უსასრულოდ ოდავებს ეს იმათ ეხება იმ დაუნ ხალხს ვინც ფიქრობს სექსზე უარყოფითათ
12:19 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ერგა
უნახავებისთვის გამიზნული სტატიაა, პირიქით სექსი უფრო აღრმავებს ჯანმრთელობის უკვე არსებულ პრობლემებს, უამრავი ანდროლოგისგან გამიგია, რომ სექსი დადებითი სტიმული მხოლოდ ჯანმრთელი მამაკაცებისთვისაა, გინეკოლოგებისგან კი ცნობილია, რომ ენდომეტრიოზის დროს სექსი თუ აქვს ავადმყოფს, ტკივილმა შეიძლება გონების დაკარგვამდეც მიიყვანოს, აღარ ვსაუბრობ უკვე არსებული ანთებითი კერების გაღმავებაზე!
10:37 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
სექსი ნამდვილად სასარგებლოა თუ კანონიერია და ნამდვილი სიყვარული ახლავს,სხვანაირად დამღუპველია სულისა და ხორცისა.გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ.
19:14 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩამორჩენილი
რანაირად შველის თავის ტკივილის როცა უდიდესი დაძაბვა ხდება ზუსტად თავში და პირიქით უფრო ატკივებს თავს. ან დეპრესიას რითი შველის, როცა აუარესებს და პირიქით იწვევს კიდეც, ყველანაირად ჩამწვარი და ჩამქრალი ხარ სექსის შემდეგ, დემორალიზებული და ყველანაირად საშინელი შეგრძნებაა, მორჩა ცხოვრება და სიხარულის შეგრძნება აღარ გაქვს. მორჩა, მოკვდა სექსი და აღარაფერი გრჩება გასახახი. სექსი კვდება, სექსი მოკვდავია. რატომ ატყუებთ და ადებილებთ ხალხს? რითი ვერ მორჩა ეს სექსის ქება-დიდება? სანამდე არ დამთავრდება ხალხის სექსუალური "განათლება"? უნახავმა რა ნახაო სექსი სექსი სექსი-ასე, სექსი-ისე, სექსის გარეშე დაიხოცებით - ვაი თქვენს პატრონს. სულ სექსის სტატიები და სექსუალური სურათები როგორ დევს სტატიები ყოველ კვირა ახალ-ახალი, საითკენაც არ უნდა გაიხედო, შეკვეთილივით სულ გამზადებულია. თან ამ დიდმარხვაში გააქტიურდით განსაკუთრებით, მეორე დღიდანვე "ბომბა" მასალები წამოვიდა, ამისთვის ინახავდით ალბათ. ერის გარყვნის და გამო-სამხრეთამერიკელების მანქანა ჩართულია, მესაჭე - თავისუფლების ინსტიტუტი! სათადარიგო ცოცხები გამზადებულია, ერის ნახევარი უნდა გარყვნან, ვინც არ გაირყვნება ძალით უნდა გააუპატიურონ და ცოცხები გაუკეთონ, ნამდვილი ვაჟკაცები ავღანეთში და აფრიკაში ჩახოცონ, ვინც დარჩება საქართველოდან გააქციონ და ტაში-ტაში! ტაშებიი ტუშებიი - გიხაროდენ "ახალი საქართველო".
22:32 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS