11 იანვარი, 2019
"ქმარი მყავს, შვილი მყავს და მაინცდამაინც ქვაზე დახატული ეშმაკი არ ვარ, მაგრამ" - რა დიეტას მიაგნო ნუკი კოშკელიშვილმა
ორსულობისას მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ სხვადასხვა ხერხით ებრძვის. სოციალურ ქსელში ამ თემაზე ხშირად წერდა, მოტივაციას სხვებსაც აძლევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასურველ შედეგამდე მაინც ვერ მივიდა. საახალწლო დღეების შემდეგ კი ისეთ ხერხს მიაგნო, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია, ცოტა ხანში სწორედ ამ დიეტით აპირებს სასურველ წონაზე დაბრუნებას:


Rating

"ახალი წლიდან ახალი ცხოვრების გჯერათ? როდესაც ვიყავი 15 წლის ახალ წელს ჩავიფიქრე რომ ახალი ცხოვრება დამეწყო და ეს იყო ის ერთადერთი წელი, როდესაც ეს ამისრულდა. ვიცი მოგაბეზრეთ
თავი წონაზე საუბრით, მაგრამ
ეს ის თემაა, რომელიც ბავშობიდან მტკივა და მაწუხებს.


Rating

სულ ვიყავი პუტკუნა და მოკლედ იმ ახალ წელს დავისახე მიზნად, რომ გავმხდარიყავი და ვყოფილიყავი ლამაზი, და რაც მთავარია, თავდაჯერებული. ბავშვის გაჩენის მერე მქონდა დიდი მოტივაცია, რომ დროზე მომეშორებინა ზედმეტი წონა და მალევე დავფერთხე ბევრი. ვიყავი 68 კილო და ჩამოვედი 63-ზე, თუმცა მას მერე დამემართა სირაქლემას სინდრომი, მომინდა ჩამეფლო თავი და არაფერი მეკეთებინა. არც ერთი ვარჯიში არ გამიკეთებია და მოკლედ მივუშვი ჩემი თავი. ჰოდა ახლა ვაპირებ ეს შევცვალო, ოღონდ იმიტომ არა, რომ ახალი წელი, იმიტომ, რომ დროა, ახალი მე აღმოვაჩინო. უამრავი გეგმა მაქვს და მგონია, 2019 იქნება სურვილების ასრულების წელი!"

Rating

"ვიცი, ვიცი ამ თემაზე დიდი ხანია არ დამიწერია და ისიც ვიცი, ბევრს მოგაბეზრეთ წონაზე საუბრით. თუმცა ძალიან ბევრი მესიჯი მომდის ყოველ დღიურად, კითხვით, როგორ დავიკელი? ეს ძველი ფოტოა. სამწუხაროდ, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია.

ცოტა ხნის წინ საკმაოდ მოტივირებული ვიყავი და კარგადაც მივდიოდი, მერე დღესასწაულები და ფუსფუსები და სულ გადავაგდე თავის მოვლა. ჩემს თავს ვატყუებდი, მოკლედ. ეტყობა დეპრესიის ან იმედგაცრუების ერთ-ერთი ფორმაა შეგუება. ჰოდა რადგან გამიჭირდა სასურველი მიზნის მიღწევა, ავდექი და ტყუილზე გადავედი. თან ისეთ დამაჯერებელზე, რომ ცოტა კიდევ მჯერა. დავიჯერე, რომ ყველა სულაც არ უნდა იყოს იდეალურ ფორმაში, გემრიელი შოკოლადით განებივრება მირჩევნია, ვიდრე წვალება და თანაც რისთვის. ქმარი მყავს, შვილი მყავს და მაინცდამაინც ქვაზე დახატული ეშმაკი არ ვარ. კი, კი ბევრი იტყვის, სულაც არ არის ეს ტყუილიო, მაგრამ!!!

Rating

ჩემთვის არის! ბედნიერება, გასაგებია, რომ ფორმებით არ განისაზღვრება, თუმცა წარმატებისკენ, უკეთესობისკენ მისწრაფება არის უდაოდ ბედნიერების მთავარი კომპონენტი! დღეს ჩამოვედით მე და ჩემი ოჯახი დასასვენებლად სანაპიროზე და მივხვდი სულაც არ ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. და კარგად აეწყო, რომ საოცარი ქალი გავიცანი, რომელმაც თავის წონასთან ბრძოლის დიეტა გამანდო. 6 თვეში 40 კილო დაიკლო!!! არის ჯანმრთელი და ბედნიერი! ამჯერად აღარ ვაპირებ დავნებდე და მინდა ბოლომდე ვიბრძოლო დასახული მიზნისთვის. ვისაც გაქვთ სურვილი, შემდეგი ოთხშაბათიდან, 16 იანვრიდან ვიწყებ! შემომიერთდით. ერთხელ მაინც როგორ არ უნდა დავხვდეთ გაზაფხულს იდეალურ ფორმაში? პ.ს დიეტას დავწერ შემდეგ პოსტში". იხილეთ დიეტა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS