mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი ღორის გრიპის გართულებულ შემთხვევებზე საუბრობს:
- მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გრიპის პნევმონიით გართულებული შემთხვევები, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ გართულებული გრიპის კლინიკას და მკურნალობის საშუალებებს. ადრინდელ პუბლიკაციაში უკვე გიამბეთ ღორის გრიპის ეპიდემიოლოგიასა და კლინიკურ ნიშნებზე. თუმცა, ამჯერად მოკლედ ჩამოვთვალოთ გაურთულებელი ღორის გრიპის სიმპტომები:
ტემპერატურის მატება 38-39 გრადუსამდე;
გულისრევა, პირღებინება (რომელიც არ
თვითშეგრძნების გაუარესება, ძილიანობა, სისუსტე, მოდუნება;
კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
რესპირატორული სიმპტომები გამოხატულია ხველით, ყელში ფხაჭნის შეგრძნებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით;
H1N1 გრიპის მძიმე ფორმის ნიშნები
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც მძიმე ფორმის H1N1 გრიპის განვითარებაზე მიგვანიშნებს, არის მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, რომელსაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ეს გახლავთ:
ტკივილი ლოკალიზებულია შუბლის არეში, წარბების რკალების ზემოთ;
ტკივილი ძლიერდება ამ არეში კუნთების მოძრაობისას (თვალების ხამხამისას, მიმიკის შეცვლისას);
ზოგჯერ აღინიშნება სინათლის შიშიც;
აღინიშნება თვალის კაკლების ტკივილი თვალების მოძრაობისას.
მძიმედ მიმდინარე ღორის გრიპს თან ახლავს გამოხატული სუნთქვის უკმარისობა: პაციენტს არ ჰყოფნის ჰაერი, აჩქარებული აქვს სუნთქვა, აქვს შეგრძნება, რომ ფილტვები ჰაერით ბოლომდე არ ივსება (უჭირს ღრმად ჩასუნთქვა).
H1N1 გრიპის გართულებები
ღორის გრიპის გართულებები დაავადების ლეტალური დასასრულის ძირითადი მიზეზია. H1N1 გრიპის ყველაზე საშიში გართულებაა პირველადი (ვირუსით გამოწვეული) პნევმონია. ფილტვების ანთება ღორის გრიპის ფონზე შეიძლება უშუალოდ H1N1 ვირუსით იყოს გამოწვეული ანუ იყოს ვირუსული პნევმონია. თუმცა, შეიძლება პროვოცირებული იყოს ბაქტერიული ინფექციითაც, რომელიც ძირითადი დაავადების ფონზე გააქტიურდება ხოლმე. ასევე შეიძლება ჰქონდეს ვირუსულ-ბაქტერიული ანუ შერეული ხასიათი.
პირველადი (ვირუსული) პნევმონია ღორის გრიპის დროს განსაკუთრებულად საშიშია. იგი დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში ვითარდება და ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, სუნთქვის გახშირებით 2-3-ჯერ ნორმასთან შედარებით (შეგახსენებთ, რომ ნორმაში ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20), სუნთქვა ხდება ზედაპირული, მასში ჩართულია დიაფრაგმის კუნთები, მუცლის პრესი, აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნებიც (ციანოზი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სილურჯე, ასევე ციანოზური ხდება ხელისა და ფეხის თითები), ქოშინი, მშრალი ხველა მცირე რაოდენობით გამჭვირვალე ნახველით...წაიკითხეთ სრულად