05 იანვარი, 2019
როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმ თამარ მამაცაშვილის საგულისხმო რჩევები ღორის გრიპის შესახებ
ღო­რის გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­ნი­კა მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზეც არ ცხრე­ბა. გრი­პის გარ­თუ­ლე­ბი­სა და ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის უკვე რამ­დე­ნი­მე შემ­თხვევა აღი­ნიშ­ნა.

mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ღო­რის გრი­პის გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს:

- მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს გრი­პის პნევ­მო­ნი­ით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ამი­ტომ მო­დით კი­დევ ერთხელ გა­დავ­ხე­დოთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი გრი­პის კლი­ნი­კას და მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს. ად­რინ­დელ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში უკვე გი­ამ­ბეთ ღო­რის გრი­პის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ა­სა და კლი­ნი­კურ ნიშ­ნებ­ზე. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად მოკ­ლედ ჩა­მოვ­თვა­ლოთ გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ღო­რის გრი­პის სიმპტო­მე­ბი:

ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 38-39 გრა­დუ­სამ­დე;

გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა (რო­მე­ლიც არ
არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან) მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე, დი­ა­რეა (აღე­ნიშ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტთა 45%-ს);

თვით­შეგ­რძნე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, სი­სუს­ტე, მო­დუ­ნე­ბა;

კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი;

რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლია ხვე­ლით, ყელ­ში ფხაჭ­ნის შეგ­რძნე­ბით, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბით;
H1N1 გრი­პის მძი­მე ფორ­მის ნიშ­ნე­ბი

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მი, რო­მე­ლიც მძი­მე ფორ­მის H1N1 გრი­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, არის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. ეს გახ­ლავთ:

ტკი­ვი­ლი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია შუბ­ლის არე­ში, წარ­ბე­ბის რკა­ლე­ბის ზე­მოთ;
ტკივი­ლი ძლი­ერ­დე­ბა ამ არე­ში კუნ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას (თვა­ლე­ბის ხამ­ხა­მი­სას, მი­მი­კის შეც­ვლი­სას);
ზოგ­ჯერ აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ნათ­ლის ში­შიც;
აღი­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის კაკ­ლე­ბის ტკი­ვი­ლი თვა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას.
მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე ღო­რის გრიპს თან ახ­ლავს გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა: პა­ცი­ენტს არ ჰყოფ­ნის ჰა­ე­რი, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი აქვს სუნ­თქვა, აქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ფილ­ტვე­ბი ჰა­ე­რით ბო­ლომ­დე არ ივ­სე­ბა (უჭირს ღრმად ჩა­სუნ­თქვა).

H1N1 გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი

ღო­რის გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ა­ვა­დე­ბის ლე­ტა­ლუ­რი და­სას­რუ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. H1N1 გრი­პის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბაა პირ­ვე­ლა­დი (ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი) პნევ­მო­ნია. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ღო­რის გრი­პის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ H1N1 ვირუ­სით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ანუ იყოს ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყოს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­თაც, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ვირუ­სულ-ბაქ­ტე­რი­უ­ლი ანუ შე­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი.

პირ­ვე­ლა­დი (ვირუ­სუ­ლი) პნევ­მო­ნია ღო­რის გრი­პის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­შია. იგი და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან 2-3 დღე­ში ვი­თარ­დე­ბა და ხა­სი­ათ­დე­ბა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით 2-3-ჯერ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით (შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნორ­მა­ში ახალ­შო­ბი­ლის სუნ­თქვის სიხ­ში­რე წუთ­ში 44-ია, 6 წლის ბავ­შვი­სა - 26, 15-25 წლის ახალ­გაზ­რდი­სა კი - 18-20), სუნ­თქვა ხდე­ბა ზე­და­პი­რუ­ლი, მას­ში ჩარ­თუ­ლია დი­აფ­რაგ­მის კუნ­თე­ბი, მუც­ლის პრე­სი, აღი­ნიშ­ნე­ბა ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბიც (ცი­ა­ნო­ზი, ცხვირ-ტუ­ჩის სამ­კუ­თხე­დის სი­ლურ­ჯე, ასე­ვე ცი­ა­ნო­ზუ­რი ხდე­ბა ხე­ლი­სა და ფე­ხის თი­თე­ბი), ქო­ში­ნი, მშრა­ლი ხვე­ლა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გამჭვირ­ვა­ლე ნახ­ვე­ლით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS