04 იანვარი, 2019
როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად: 12 რჩევა ჰოლივუდის კოსმეტოლოგისგან
გქონდეს იდეალური კანი ნებისმიერ ასაკში, რთული არ არის, მიიჩნევს ექიმი ჰაროლდ ლანსერი.
ჰაროლდ ლანსერი - სახელი, რომელსაც ჰოლივუდში წარდგენა არ სჭირდება. ვარსკვლავური კოსმეტოლოგი, ექიმი-დერმატოლოგი და ვიქტორია ბექჰემის, ბიონსეს, კიმ კარდაშიანისა და სხვა ვარსკვლავების პერსონალური კონსულტანტი. სწორედ მისი წყალობით გამოიყურებიან ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი წლებთან ერთად კიდევ უფრო უკეთ, ვიდრე ახალგაზრდობაში.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ვარსკვლავური დერმატოლოგისგან, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად ნებისმიერ ასაკში.

ყოველდღიური პილინგი

ყოველ ლექციას ექიმი ლანსერი იწყებს სიტყვებით, რომ იდეალური კანისკენ სწრაფვა ყოველდღიური
პილინგით იწყება. მისი თქმით, 
ღრმა წმენდის პროცედურები ახალგაზრდა და მოვლილი სახის კანის გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდს ბევრი ეწინააღმდეგება, კოსმეტოლოგის პაციენტები შედეგით კმაყოფილები არიან.


60 წამის წესი

დერმატოლოგი გირჩევთ, რომ დამატენიანებელი კრემი დაბანიდან 1 წუთში უნდა წაისვათ - ასე კრემსა და კანს შორის მეტი სინოტივე რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალი კანის ზედაპირზე აორთქლებას იწყებს და დატენიანება ნაკლებად ეფექტური იქნება.

Rating


სახის შამპუნი

სახის კანის გაღიზიანებისგან ქერტლის საწიინააღმდეგო შამპუნი დაგიცავთ, მის შემადგენლობაში ხომ ყოველთვის შედის თუთია. ეს მგრძნობიარე კანის მფლობელებსაც ეხებათ.

Rating
დაივიწყეთ ღრუბელი

ჰაროლდ ლანსერი გირჩევთ, საბოლოოდ დაივიწყოთ ბამბის ღრუბლები: ისინი მეტს იწოვენ, ვიდრე გასცემენ. ის გირჩევთ სახის ტონიკით უბრალოდ დაიბანოთ, ტონალური კრემი კი საკუთარი ხელით გადაინაწილეთ.


ნუ უარყოფთ პრაიმერებს

მაკიაჟის ქვეშ ბაზას ნეიტრალური ქიმიური შემადგენლობა აქვს, ამიტომ ცხიმიან კანს ის ფორების დაბინძურებისა და აკნეს წარმოქმნისგან დაიცავს, ნორმალურ კანს კი გამოშრობისგან. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS