სისხლის წნევის ქვედა ზღვარი მამაკაცებში 100/60, ხოლო ქალებისთვის 95/65 არის. ასევე დაბალ წნევად ითვლება ნებისმიერი წნევა, რომელიც ნორმაზე 20%-ით შემცირებულია. ნორმად ითვლება კონკრეტული ადამიანის წნევა, როცა ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს (ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება იმას, რომ თუ პაციენტი მაღალ არტერიულ წნევას მიეჩვია, მისი კორექტირება უნდა მოხდეს).
თუმცა, ბევრი პაციენტი წნევას ვერ
საშიში არის თუ არა დაბალი წნევა?
რატომ ტეხენ ექიმები განგაშს, როცა გებულობენ, რომ პაციენტს დაბალი წნევა აქვს? ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ მაღალი წნევა ინსულტს და მიკრო ინფარქტს იწვევს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეიძლება თუ არა დაბალი წნევა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ? რა თქმა უნდა, დაბალი წნევა საშიშია.
დაბალი წნევის დროს ტვინს სისხლი ცუდად მიეწოდება, შესაბამისად ცოტა ჟანგბადს ღებულობს, რაც შეიძლება იშემიური ინსულტის მიზეზი გახდეს. ხანდაზმული პაციენტებისთვის ეს განსაკუთრებით საშიშია, რადგან ძილის დროს ფიზიოლოგიურმა ჰიპოტენზიამ შეიძლება სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს ტვინის ცალკეულ ადგილებში, რომლებიც სმენასა და მხედველობაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს კი, თავის მხრივ, სიყრუისა და მხედველობის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.
ისეთი დაავადებები, როგორებიცაა გულის დეფექტი, კარდიოკლეროზი, სტენოკარდია, ჰიპოტენზიის პირობებში განსაკუთრებულად სწრაფად პროგრესირებს, რადგან კორონარული არტერიები (არტერიები, რომლებიც გულს კვებავენ) გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ აწვდის.
ჰიპოტენზია განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმობის დროს, რადგან ამ დროს ნაყოფს საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი არ მიეწოდება. ამის გამო ბავშვი შეიძლება თანდაყოლილი მალფორმაციით დაიბადოს. ჰიპოტენზია შეიძლება ნაადრევი მშობიარობა ან მუცლის მოშლა გამოიწვიოს.
როგორი არის დაბალი წნევის სიმპტომები?
არტერიული ჰიპოტენზის სიმპტომები დაკავშირებულია იმასთან, რომ თავის ტვინსა და გულში სისხლის ნორმალური მიმოქცევა და შესაბამისად, სწორად ფუნქციონირება არ ხდება.
ნიშნები, რომლებიც თავის ტვინში არასაკმარის სისხლის მიმოქცევასთანაა დაკავშირებული.
· თავის ტკივილი, რომელსაც პულსირებული ხასიათი აქვს. შეიძლება ლოკალიზებული იყოს საფეთქლების, შუბლის არეში. ფიზიკური ან გონებრივი გადატვირთვის დროს ჩნდება.
· თავბრუსხვევა
· გაღიზიანება, სისუსტე, დაღლილობა
· მეხსიერების და ყურადღების შემცირება
სიმპტომები, რომლებიც გულში სისხლის მიმოქცევის უკმარისობასთან არის დაკავშირებული:
· გულისცემა
· გულის არეში ტკივილის შეგრძნება, სტენოკარდიისგან განსხვავებით ტკივილი შეიძლება ნახევარი საათი გაგრძელდეს
კუჭის და ნაწლავის სიმპტომებს ცენტრალური ხასიათი აქვს, რაც ატონური ან სპასტიური კუნთების შეკუმშვასთან არის დაკავშირებული:
· ყაბზობა ან ნაწლავის კოლიკი
· გულისრევა, ღებინება
· ბოყინი ჭამის შემდეგ. მუცლის შებერილობა
როგორც ვხედავთ, ჰიპოტონზიის ნიშნები საკმაოდ მრავალფეროვანია და თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, დარწმუნდით რომ ეს ნიშნები დაბალ წნევასთან არის დაკავშირებული. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თავის ვენების დეტალური გამოკვლევა, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამორიცხვა.
აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის, გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზი, ბრაიოქოკალიზური სისხლძარღვების (მსხვილი სისხლძარღვები და თავის ვენები) გამოკვლევა, ნაწლავების დაავადებების გამორიცხვა და ა.შ.
რა იწვევს დაბალ წნევას?
დაბალ არტერიულ წნევას ბევრი მიზეზი იწვევს. ის შეიძლება იყოს მწვავე (მიოკარდიუმის ინფარქტის, არითმიის უეცარი შეტევების, ტრავმული შოკის, სისხლდენის, მწვავე პერიტონიტის დროს).
და ქრონიკული, რომელიც იყოფა:
1. ფიზიოლოგიური (ჰიპოტენზია (სპორტსმენების, ფიზიკური შრომის მქონე ადამიანების, რომელთა სხეული ფიზიკური შრომის დროს ჟანგბადის ეკონომიურ ხარჯვას ეჩვევა)
2. პირველადი (სტრესის, ფსიქიკური ან ფიზიკური დაძაბულობის შედეგი)
3. მეორადი, რომელიც სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ჰიპოტენზია მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
მეორად ჰიპოტენზიაზე არტერიული ჰიპოტენზიის დიდი ნაწილი მოდის. საკმაოდ ბევრი დაავადება იწვევს მეორად არტერიულ ჰიპოტენზიას:
· თავის ქალის და ტვინის დაზიანება
· ოსტეოქონდროზი და ზურგის დაზიანება, განსაკუთრებით ხერხემლის არტერიის გამო
· ღვიძლის ციროზი
· ანემია, განსაკუთრებით სისხლის მწვავე დაკარგვის დროს;
· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება
· ჰიპოგლიკემია
· მწვავე ინტოქსიკაცია ინფექციური დაავადებების დროს
· ნებისმიერი მწვავე მდგომარეობა: ანაფილაქსიური შოკი, სითხის დაკარგვა, ღებინება და ა.შ.
წნევის დასარეგულირებლად პაციენტის დეტალურად შესწავლა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ანემიის და სხვა დაავადებების გამორიცხვა არის აუცილებელი. ასევე პაციენტმა, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს, ცხოვრების სტილი უნდა შეცვალოს, სტრესი და ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანოს.
რა უნდა გავაკეთოთ დაბალი წნევის დროს და უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მას? განაგრძეთ კითხვა: