- ანევრიზმები, უმეტეს შემთხვევაში, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. მათ შორის ყველაზე ხშირი მუცლის აორტის ანევრიზმაა. პროცენტულად, მასზე ანევრიზმათა, დაახლოებით, 80% მოდის. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა. მაგალითად, თუ ჯანმრთელი აორტის დიამეტრი
- უფრო ხშირად რა ასაკში ვლინდება ეს დაავადება?
- ახალგაზრდა ადამიანს ეს დაავადება არ ემართება. მუცლის აორტის ანევრიზმა გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. შეფარდება 1/10-ზეა. მისი საშუალო ასაკია 65 წელი. 55 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა გაიკეთოს ექოსკოპია და შეამოწმოს, ხომ არ არის ამ დაავადების რიკს-ჯგუფში. რისკ-ჯგუფებში, პირველ რიგში, ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ეს დაავადება გენეტიკაში აქვს, ასევე მწეველები, ვისაც ათეროსკლეროზი აქვს.
- რა შეიძლება ადამიანმა, ათეროსკლეროზის პრევენციისათვის გააკეთოს?
- ათეროსკლეროზის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესია. წნევის კონტროლი, სიგარეტის გარეშე ცხოვრება და რაც მთავარია, ჯანსაღი კვება. ადამიანმა უნდა მიიღოს ბოსტნეული დიდი რაოდენობით. ნაკლებად უნდა მიიღოს ქოლესტერინის შემცველი საკვები, კვერცხი, ღორისა და საქონლის ხორცი შემწვარი და ა.შ. ხანშიშესულმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი (მუცლის ღრუს ექოსკოპია). ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ათეროსკლეროზი გამოჩნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეთ და შევაჩეროთ მისი განვითარება. ათეროსკლეროზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა, შეჩერება - შესაძლებელი.
- ანევრიზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები რა არის? თუ არსებობს დაავადება, რომელიც მის განვითარებას უწყობს ხელს?
- მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება. წინასწარ რომ პრევენცია გააკეთო მაინცდამაინც ანევრიზმაზე, არ არსებობს ჩვენ ათეროსკლეროზს უნდა ვებრძოლოთ.
- ცნობილია, რომ 70 % ანევრიზმა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, 30 %-ის შემთხვევაში კი აქვს სიმპტომები, რა სიმპტომები აქვს?
- თუ აქვს ადამიანს მუცლის აორტის ანევრიზმა, როცა მუცელზე ხელს დაიდებს, უნდა იგრძნოს, რომ მუცელი ფეთქვას. ეს იმის ბრალია, რომ სისხლძარღვი გაბერილია. ასევე, მოსვენებულ მდგომარეობაში უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი აქვს წელის არეში.
- რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ოპერაცია?
- თუ სისხლძარღვი 5 სმ-ს გადასცდა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა. მინდა დავამშვიდო მკითხველი, თუ ოცი წლის წინ, სიკვდილიანობა ოპერაციის შემდეგ იყო 10/12%, დღეს 1 -2 % არის დაყვანილი. არის კიდევ ე.წ. დახურული ოპერაცია, რაც განაკვეთის გარეშე გვაძლევს სტენდირების საშუალებას. თუ შემთხვევით მოხდა და ანევრიზმა გაუსკდა ადამიანს, შესაძლოა, იმ წამს არ გარდაიცვალოს, მაგრამ ამ დროს წნევა ვარდება და დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიკვდილიანობა გამსკდარ ანევრიზმაზე 38 %-ია პირადად ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი - 65 % არის.