04 დეკემბერი, 2018
დავლიოთ თუ არა რძე - ვის უქმნის მისი მიღება საფრთხეს და ვისთვისაა ის სასარგებლო?
ბავ­შვო­ბა­ში რძის­გან ვი­ღებთ ძა­ლას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ყვე­ლა­ფერს სა­სარ­გებ­ლოს. შემ­დეგ ზოგი უარს ამ­ბობს რძე­ზე, ზოგი კი მას ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში რთავს.

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს სხვა პრო­დუქ­ტი, რომ­ლის თვი­სე­ბებ­ზეც ამ­დენს კა­მა­თო­ბენ. და მარ­თლაც, სარ­გე­ბე­ლი მეტი მო­აქვს რძეს თუ ზი­ა­ნი?

ძვე­ლად, ექი­მე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ რძე სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლი იყო და უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის დროს იყე­ნებ­დნენ. ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცით, რომ რძე და რძის პრო­დუქ­ტი კალ­ცი­უ­მის სა­ბა­დოა. დღე­ში 4 ჭიქა რძე საკ­მა­რი­სია, რომ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მმა სა­ჭი­რო მი­ნე­რა­ლე­ბის სა­დღე­ღა­მი­სო დოზა მი­ი­ღოს. რძე­ში შე­მა­ვა­ლი ფოს­ფო­რი, კალ­ცი­უმ­თან
ერ­თად, ამაგ­რებს არა მხო­ლოდ ძვლებს, არა­მედ ნერ­ვებ­საც, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად უმკლავ­დე­ბი­ან სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის - რძე­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბის მთე­ლი ან­ბა­ნი (A, B, D) და ფო­ლის მჟა­ვა ორ­გა­ნიზმს ძა­ლი­თა და ენერ­გი­ით ავ­სებს.

თუმცა, ექი­მე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ რძე ასე­თი სა­სარ­გებ­ლო ყვე­ლა­სათ­ვის არ არის. მაშ, გა­ვარ­კვი­ოთ, ვინ უნდა ჩარ­თოს ეს პრო­დუქ­ტი ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში და ვინ უნდა ამო­ი­ღოს მე­ნი­უ­დან.

პირ­ველ რიგ­ში, რძეს ისი­ნი უნდა მო­ე­რი­დონ, ვინც ალერ­გი­ით იტან­ჯე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად, რძის ალერ­გია კა­ნის სი­წით­ლით, ქა­ვი­ლითა და ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმი­თაც კი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

რძეს უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს თირკმე­ლებ­ში ფოს­ფა­ტუ­რი კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, ასე­ვე ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტის დროს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბით პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 15% იტან­ჯე­ბა.

რძის მი­ღე­ბი­სას შე­ზღუდ­ვად ით­ვლე­ბა ასა­კიც. 55 წელს გა­და­ცი­ლე­ბულთ, ექი­მე­ბი არ ურ­ჩე­ვენ რძის ჩარ­თვას ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში. ამის მი­ზე­ზი რძე­ში შე­მა­ვა­ლი მი­რის­ტი­ნის მჟა­ვაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­დე­ბის წარ­მოქ­მნას უწყობს ხელს, ეს კი ათე­როსკლე­რო­ზის რისკს ზრდის. ამ და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა კი სწო­რედ 55 წლის შემ­დეგ მა­ტუ­ლობს.

მაშ, ვის შე­უძ­ლია რძის მი­ღე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვად და ვის­თვი­საა ის სა­სარ­გებ­ლო?

იმ ადა­მი­ან­თა სია, ვი­საც შე­უძ­ლია და სჭირ­დე­ბა რძე, დი­დია. ჩა­მოვ­თვლით მათ, ვის­თვი­საც უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს პრო­დუქ­ტი. მათ, ვინც უძი­ლო­ბით, გა­ცი­ე­ბით, ჰი­პერ­ტო­ნი­ით, ავი­ტა­მი­ნო­ზით, გულძ­მარ­ვით იტან­ჯე­ბა, რძე შე­სამ­ჩნე­ვად გა­უ­ი­ო­ლებს ცხოვ­რე­ბას. ექი­მე­ბის აზ­რით, რძე უნდა სვან სპორ­ტსმე­ნებ­მა და რა თქმა უნდა, ბავ­შვებ­მა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, რძის უსაფრ­თხო დღი­უ­რი ნორ­მა 300 მლ-ია. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS