გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან ასათიანი:
- რა ხილი უნდა მივიღოთ ზამთრის სეზონზე?
- წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველია, მიირთვათ სეზონური პროდუქტი. ზამთარში
- არსებობს მოსაზრება, რომ სუპერმარკეტში შეძენილი ეგზოტიკური ხილი, რომელიც არავინ იცის, რამდენი ხნის მოკრეფილია, სასარგებლო არ არის ჯანმრთელობისთვის. რას გვეტყვით ამაზე?
- ეს მოსაზრება არცთუ უსაფუძვლოა. ესა თუ ის ეგზოტიკური ხილი საკმაო გზას გაივლის, ვიდრე საქართველოს სუპერმარკეტების დახლზე აღმოჩნდება. ხილის მოკრეფის შემდეგ, ის უთუოდ დამუშავებულია სხვადასხვა ნივთიერებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს მის ვარგისიანობას, მეორე მხრივ, კი უზრუნველყოფს ხილის "მაცდურ," მადისაღმძვრელ გარეგნულ მხარეს. ეს კი უცილობლად აღძრავს ადამიანში მისი შეძენის და დაგემოვნების სურვილს. ვფიქრობ, აქ საუბარი იმის შესახებ, ხილი თუ რამდენად სასარგებლოა, ზედმეტია.
- იმასაც ამბობენ, რომ ხილი ზოგადად და არა მარტო ადგილობრივი პროდუქტი, მოკრეფიდან გარკვეული დროის გავლის შემდეგ, კარგავს იმ აუცილებელ ელემენტებს, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. ასეა?
- გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, ეს კვების ტექნოლოგის პრეროგატივაა. თუმცა, მსურს, აქვე აღვნიშნო, რომ ეს საკითხი იმის მსგავსია, რის შესახებაც ხშირად დაისმის კითხვა - კარგავს თუ არა ხილი ან ბოსტნეული თავის სასარგებლო თვისებებს "გაყინვის" ან თერმული დამუშავების დროს? იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესი დაცულია, ვგულისხმობ, ხილის მოვლას, სეზონურად ხილის კრეფას, იმავე "გაყინვას" ან თერმულ დამუშავებას, იმ საჭირო ელემენტებისა თუ ნივთიერებების შენარჩუნება მოხდება, რაც ესოდენ აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისათვის.
- ზოგადად, რომელი ხილის მიღება არ შეძლება დიდი რაოდენობით, თუ არის ასეთი?
- ვფიქრობ, არც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი. დიდი ოდენობით ხილის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს გარკეული დისკომფორტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ზოგ შემთხვევაში, გაამძაფროს შიმშილის შეგრძნება და გახდეს ჭარბი კილოგრამების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, კერძოდ, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ყურძენს, მსხალს, ხურმას, ბანანს განუსაზღვრელი ოდენობით. ასევე, ხშირად ხილის დიდი ოდენობით მირთმევა შესაძლოა ალერგიის განვითარების მიზეზიც გახდეს. უმჯობესია, დაიცვათ ზომიერება და დაჯერდეთ მცირე ულუფით ხილის მიღებას.
- რომელია ყველაზე სასარგებლო ხილი? განაგრძეთ კითხვა: