02 დეკემბერი, 2018
რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე
ხი­ლის მი­ღე­ბა რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე, თუ რო­მე­ლი რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თარ­ში, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. ამას­თან, რო­გო­რი უნდა იყოს ჯან­სა­ღი ხილი, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვირ­თმევთ.

გვე­სა­უბ­რე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი:

- რა ხილი უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

- წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი. ზამ­თარ­ში
იმუ­ნი­ტე­ტი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის რის­კი მა­ღა­ლია, ამი­ტომ ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას, უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭოთ ისეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს C ვი­ტა­მინს. სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ მან­და­რი­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, კივი, კომ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ლი­მო­ნი, ვაშ­ლი, ფე­ი­ხოა, ხურ­მა, მსხა­ლი, გრე­იფ­რუ­ტი.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ძე­ნი­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ხნის მოკ­რე­ფი­ლია, სა­სარ­გებ­ლო არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- ეს მო­საზ­რე­ბა არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოა. ესა თუ ის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი საკ­მაო გზას გა­ივ­ლის, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახლზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ხი­ლის მოკ­რე­ფის შემ­დეგ, ის უთუ­ოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, ახან­გრძლი­ვებს მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, მე­ო­რე მხრივ, კი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხი­ლის "მაც­დურ," მა­დი­საღ­მძვრელ გა­რეგ­ნულ მხა­რეს. ეს კი უცი­ლობ­ლად აღ­ძრავს ადა­მი­ან­ში მისი შე­ძე­ნის და და­გე­მოვ­ნე­ბის სურ­ვილს. ვფიქ­რობ, აქ სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, ხილი თუ რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა, ზედ­მე­ტია.



- იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხილი ზო­გა­დად და არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი, მოკ­რე­ფი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გავ­ლის შემ­დეგ, კარ­გავს იმ აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტებს, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. ასეა?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ვფიქ­რობ, ეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პრე­რო­გა­ტი­ვაა. თუმ­ცა, მსურს, აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს სა­კი­თხი იმის მსგავ­სია, რის შე­სა­ხე­ბაც ხში­რად და­ის­მის კი­თხვა - კარ­გავს თუ არა ხილი ან ბოსტნე­უ­ლი თა­ვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს "გა­ყინ­ვის" ან თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს? იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა წესი და­ცუ­ლია, ვგუ­ლის­ხმობ, ხი­ლის მოვ­ლას, სე­ზო­ნუ­რად ხი­ლის კრე­ფას, იმა­ვე "გა­ყინ­ვას" ან თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას, იმ სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბი­სა თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა, რაც ესო­დენ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის.

- ზო­გა­დად, რო­მე­ლი ხი­ლის მი­ღე­ბა არ შეძ­ლე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, თუ არის ასე­თი?

- ვფიქ­რობ, არც ერთი პრო­დუქ­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. დიდი ოდე­ნო­ბით ხი­ლის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს გარ­კე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ამ­ძაფ­როს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა და გახ­დეს ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევთ ყუ­რძენს, მსხალს, ხურ­მას, ბა­ნანს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, ხში­რად ხი­ლის დიდი ოდე­ნო­ბით მირ­თმე­ვა შე­საძ­ლოა ალერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს. უმ­ჯო­ბე­სია, და­იც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და და­ჯერ­დეთ მცი­რე ულუ­ფით ხი­ლის მი­ღე­ბას.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ხილი? განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS