სპორტმა მისი გარეგნობა სამ წელიწადში საგრძნობლად შეცვალა.
სოფო ფიზიკური აქტივობით პირველად მაშინ დაკავდა, როცა რუსულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას დათანხმდა.
მას დღეში 5-6 საათი უწევდა რეპეტიცია, შესაბამისად, როცა პროექტის დასრულების შემდეგ სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავი ძალიან მოეწონა და ფიზიკური აქტივობით დაკავდა.
სოფიკო შევარდნაძე 2004-2006 წლებში
თავდაპირველად
ამის შესახებ სოფიკომ რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სოფიკო შევარდნაძე 2009-10-11 წლებში
„სპორტი, რა თქმა უნდა, სრულიად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ბოლო დროს უამრავი პრეპარატი გამოჩნდა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ვერც ერთი პრეპარატი და პროცედურა ვერ შეცვლის სპორტს, ის სულ სხვა შედეგს გაძლევს“, - აცხადებს სოფო და აქვე აძლევს თავის თაყვანისმცემლებს საკმაოდ პრაქტიკულ რჩევებს, ჯანმრთელობისა და ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად - კვირაში ორჯერ ჩავირთავ ბონ ჯოვის სიმღერას და 25-30-ჯერ ერთი საფეხურის გამოტოვებით ავდივარ კიბეებით მეხუთე სართულზე. თუ კარგი ამინდია, ჩქარი ნაბიჯებით 12-14 კილომეტრს დავდივარ ფეხით. ასევე კვირაში ორჯერ ან სამჯერ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში. ხოლო ერთი დღე აბსოლუტურად ვასვენებ ჩემს სხეულს და არანაირი ფიზიკური აქტივობით არ ვარ დაკავებული.
სოფომ ასევე თავისი კვების რაციოზნეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შიმშილი არ უწევს.
ის დღეში სამჯერ იკვებება. არ მიირთმევს მარილს, შაქარს, თეთრ პურს, ნახევარფაბრიკატებს და ღორის ხორცს.
კვირაში ერთი დღე კი ყველაფრის მირთმევის უფლებას აძლევს საკუთარ თავს.
წელიწადში ორჯერ სოფო ორგანიზმის სრულ განტვირთვას იტარებს და ესპანეთშის wellness clinic-ს სტუმრობს, სადაც მაკრობიოლოგიურ დიეტას იტარებს, რომელიც მარცვლეულზე, ბოსტნეულსა და ჩაიზეა დაფუძნებული.