ჩვენს რეალობაში, სადაც ერთად უამრავი კოსმეტიკური საშუალება იყრის თავს, რთულია, გაარჩიო, რომელია ხარისხიანი. მით უმეტეს, თუ ეს ყოველდღიურ გამოყენებას ეხება. სტატიაში გაიგებთ იმას, თუ როგორ ჩავანაცვლოთ ტონალური კრემი სხვა საშუალებებით და თანაც ისე, რომ კანმა ჯანსაღი იერი შეიძინოს.
ტონალური კრემის ალტერნარტიული საშუალებებია: BB, CC, DD, EE კრემები. ისინი ნაკლებ ტრამვას აყენებს სახის კანს და ზიანის
მაგივრად ბევრი სარგებელი მოაქვთ. მაგალითად - დატენიანება.
იმისათვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენენ აღნიშნული კრემები და მათი აბრევიატურა, საჭიროა, თითოეული ცალ-ცალკე განვიხილოთ.CC, DD, EE კრემებს შორის" width="700" style="border: 0px; vertical-align: baseline;" />
ჩამოთვლილ კრემებში (BB, CC, DD, EE ) დიდი რაოდენობითაა დამატენიანებელი და სახის მოვლის საშუალებები დამატებული პიგმენტით. წარმოშობის მიხედვით, BB და CC კრემები არის აზიური. მართალია, პირველად გერმანიაში გამოიგონეს და როგორც სააფთიაქო საშუალება ისე იხმარებოდა 50-იან წლებში, თუმცა, 80-იან წლებში აზიელებმა დაიწყეს მათი დახვეწა და განივითარება. BB კრემი ხშირ შემთხვევაში შეიცავს spf-ს, ანუ მზისგან დამცავ საშუალებას, რასაც კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს სახის კანისთვის. არსებობს ჰიალურონის, კოლაგენის შემცველი BB და CC კრემები, როგორც პრიალა, ასევე გლუვი დაფარვით.