"თავისუფალი ჩაცმულობა მიყვარს. აი, ისეთი, რომ არ გეტყობა, საათნახევარი სარკესთან რომ იდექი და აღარ იცოდი, რა ჩაგეცვა. როცა რამეს ვერ ვირგებ და "სხვის ტანზე გადაცმულივით" მაქვს, ასეთი სამოსის ტარება არ შემიძლია. აუცილებლად "ჩემი" უნდა იყოს! შეიძლება ცალკე დაკიდებული გადასარევი იყოს, ძალიან კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი, მაგრამ მასში თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნო", - ამჯერად გემოვნებაზე უმშვენიერესი
- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რა ახდენს გავლენას ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
- ზომიერება! გადაჭარბებული არაფერი ვარგა! არ უნდა იყოს ზედმეტი სიბრჭყვიალე მაკიაჟში, ჩაცმულობაში და ასე შემდეგ... მინიმალიზმი საუკეთესო რამაა! ბინაც თითქმის ორ, მაქსიმუმ სამ ფერში მაქვს გადაწყვეტილი...
- თეატრი, კინო, მუსიკა, წიგნი - ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია გემოვნების დახვეწაში?
- რა თქმა უნდა, ეხმარება, მაგრამ ხარისხიანი უნდა იყოს! ცუდი სპექტაკლის ნახვა გემოვნებას პირიქით, აფუჭებს! ჩემს შვილებს პატარა ასაკიდან მოყოლებული, სულ ვურჩევ, რა ფილმი ნახონ, რომელ მუსიკას მოუსმინონ... მშობელი აძლევ მაგალითს, თუ რა არის კარგი: პატარა დოზით კლასიკას მოასმენინებ, ხარისხიან ფილმებს უჩვენებ და შემდეგ თვითონ განსაზღვრავს, რა ურჩევნია...
- ბავშვობიდან რომელი მწერლები, ნაწარმოებები გიყვარდათ?
- ჩვენს თაობაში წიგნების კითხვას ყველა ასტრიდ ლინდგრენით ვიწყებდით... არასოდეს მაკითხებდნენ ძმებ გრიმებს, რადგან მძიმე ზღაპრებია, სადაც ბევრი აგრესიაა... შემდეგ ასაკში იყო ჰემინგუეი, ბალზაკი... ძალიან განვიცდიდი, რასაც ვკითხულობდი და მახსოვს, ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" რომ წავიკითხე, ომის თემებს ვტოვებდი და მარტო მშვიდობაზე ვკითხულობდი... არსებობს კლასიკა, რომელიც ვფიქრობ, ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს! ძალიან მიყვარდა რუსი კლასიკოსები! რუსულს დღეს თუ რამეს ახსენებ, მტერი ხარ, მაგრამ რუსულზე უარის თქმა არაფრით შეიძლება, კლასიკური მუსიკა იქნება ეს, თუ საუკეთესო ლიტერატურა... დოსტოევსკის მსგავსი ღრმა მწერალი არ ვიცი, კიდევ ვინმე თუ არსებობს!
- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნები გირჩევნიათ: თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?
- რა თქმა უნდა, ისტორიული წარსულის... ისტორიულ ქალაქებში როცა ვხვდები, სულ ძველ უბნებსა და ქუჩებს ვათვალიერებ. ჩემთვის ამ მხრივ განსაკუთრებული ქვეყანა იტალიაა. რომი და ვატიკანი სრული შედევრია! ნიუ-იორკშიც ვარ ნაყოფი და იქ აბსოლუტურად სხვა სამყაროა (მხოლოდ სტილს არ ვგულისხმობ)! ალბათ არც ღირს ერთმანეთთან შედარება, რადგან ორი სხვადასხვა განზომილებაა. სხვადასხვა გულისცემა აქვთ და საერთოდ, სხვადასხვა დანიშნულება... აუცილებლად ორივე უნდა ნახო და გაეცნო, ორივე გადასარევია, ძალიან საინტერესო! განაგრძეთ კითხვა: