19 ნოემბერი, 2018
რატომ და როგორ უნდა დავლიოთ ცხელი სოდიანი წყალი – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი
პროფესორი ნეუმივაკინი ამტკიცებს, რომ ბევრი დაავადების ძირითად მიზეზს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა წარმოადგენს. ეს ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც არ უნდა შეიცვალოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი დამოუკიდებელი სისტემაა, რომლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი 7,4 უნდა იყოს. თუ აღნიშნული ბალანსი 0-დან 14-მდე ფასდება, ამ შემთხვევაში 7, როგორც პროფესორი ნეუმივაკინი აღნიშნავს, "ნორმალური შუალედია."



რატომ უნდა დავლიოთ ცხელი სოდიანი წყალი?



სოდიანი წყლის დალევა ორგანიზმის გატუტოვანების ყველაზე ცნობილი ხალხური საშუალებაა. ეს ნამდვილად ძალიან მარტივი და ეფექტური სასმელია ორგანიზმში მომატებული მჟავიანობის შესამცირებლად. თუმცა,
ადამიანები რომლებიც ორგანიზმის გაჯანსაღების ამ სისტემით არიან დაინტერესებულნი, ყურადღებას არ აქცევენ ერთ ნიუანსს – მნიშვნელოვანია ისეთი სოდა მიიღოთ, რომელიც უშუალოდ ცხელ წყალშია გახსნილი. ამის ნაცვლად, სვამენ ცივ სოდიან წყალს (ან ოთახის ტემპერატურის – აქ დიდი განსხვავება არ არის), და შედეგად ასეთი სასმელისგან პრობლემა ექმნებათ კუჭთან დაკავშირებით. რადგანაც ზუსტად კუჭისთვის, სოდა საეჭვო პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია ეს სასმელი სწორედ მივიღოთ – 40 გრადუსზე ზემოთ.

... შემდეგი საკვანძო მომენტი წარმოადგენს იმას, თუ რა გზით ხვდება ორგანიზმში წყალი და შემდეგ მარაგდება სისხლი, უჯრედთაშორისი სითხე, ლიმფა და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს კუჭიდან ხდება, რადგან წყალი მიღების შემდეგ იქ ხვდება. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არა არის. ბიოლოგებმა, ბიოქიმიკოსებმა, მედიკოსებმა ეს, რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ ამ ინფორმაციას ფართო მასებამდე არ მიუღწევია. ეს კი ისე უნდა ვიცოდეთ, როგორც გამრავლების ტაბულა ან მშობლიური ენის ანბანი... აღმოჩნდა, რომ ძირითადი ადგილი საიდანაც სისხლს წყალი მიეწოდება – ნაწლავებია და არა კუჭი!



"სოდა – ადამიანისთვის შეუცვლელი პროდუქტი" – პროფესორი ნეუმივაკინი 

იხილეთ სტატია სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS