18 ნოემბერი, 2018
ექიმის 5 რჩევა, რომლებიც გულის პრობლემის მქონე პაციენტებმა ზამთარში უნდა გაითვალისწინონ
ზამთრის სეზონზე გულის დაავადების მქონე პაციენტებმა აუცილებელია, პრევენციის ზომებს მიმართონ, რათა არსებული პრობლემა არ გაურთულდეთ.

„ფორტუნას“ მკითხველს კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი ხუთ რჩევას აძლევს:

1. სითბოდან სიცივეში მოხვედრისას სისხლძარღვების შევიწროვება ხდება, რაც ინფაქტის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. ტემპერატურის ცვალებადობამ, შესაძლოა, გულის იშემიური გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ერიდეთ ისეთ გარემოში გადანაცვლებას, სადაც არსებულთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურაა. მიეცით საკუთარ თავს გათბობის საშუალება, ხშირად შედით შენობაში, თუ დიდხანს გიწევთ გარეთ ყოფნა.
2. ეცადეთ ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ. ქუდი, ხელთათმანი, თბილი
წინდები გამოიყენეთ, რათა შეინარჩუნოთ სხეულის ნორმალური ტემპერატურა.
3. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ალკოჰოლის საშუალებით, მართალია, თავს უფრო თბილად იგრძნობთ, რადგან სისხლძარღვებს აფართოვებს, თუმცა, ამან შეიძლება დიდი გართულება გამოიწვიოს თქვენი გარეთ, დაბალ ტემპერატურაში მოხვედრისას.
განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS